ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუწია. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს უმასპინძლებს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოსიტებს. იქ უნდა ყოფილიყო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანიც (60კგ), მაგრამ ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. უნგრეთში ვერც ილია სულამანიძე წავა (100). მათ ნაცვლად გუჯეჯიანმა ნუგზარ ტატალაშვილსა(73) და ტატო...
რა ხდება დიდ 10-ში?!
შაბათს ბათუმში საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩი უნდა გამართულიყო ადგილობრივ კლუბსა და თბილისის „აკადემიას“ შორის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამაში ჩაიშალა. დათქმულ დროს გუნდები შევიდნენ ბათუმის სტადიონის მოედანზე, ცენტრში კაპიტნებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გასახდელისკენ გაემართნენ. მიზეზი კი ქართველი სარაგბო მსაჯების გაფიცვა იყო – ასეთი რეაქცია ჰქონდათ ამ პროფესიის წარმომადგენლებს ზოგიერთი მათი კოლეგის მიმართ აგრესიის ფაქტებზე...
ევროპა გალურჯდა! ანუ სად გადის ზღვარი სიგიჟესა და გენიოსობას შორის
თომას ტუხელმა გაიმარჯვა! ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პორტუს „ესტადიო დო დრაგაოზე”, გერმანელმა ერთ მუშტად შეკრული, კარგად დაბალანსებული გუნდი გაუშვა „მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ სათამაშოდ და 1:0 მოიგო. უნებლიედ გახსენდება მატჩის წინა დღეს „სიტის” თავკაცის, სახელოვანი პეპ გვარდიოლას სიტყვები, რომლებიც ბევრ ინგლისურ გაზეთსა თუ საიტს დიდი ასოებით, სათაურად ჰქონდა გამოტანილი: „მე ზუსტად ვიცი როგორ უნდა ვითამაშო!” არათუ თამაშის...
ვის ხედავს სულშერი?
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი. მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ის 5 ფეხბურთელი დაასახელა ვისთან მუშაობაც სურს შემდეგ სეზონში. „მანჩესტერი“ პირველ ყოვლისა ორი მადრიდული გუნდის ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღბას. მადრიდის „რეალიდან“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის შეძენა სურთ, ხოლო „ატლეტიკოდან“ ინგლისელი განაპირა მცველის კიერან ტრიპიერის გადაბირებას ცდილობენ. სულშერმა, არა მარტო დაცვის, შეტევის გაძლიერებაზეც ბევრი იფიქრა....
ნაპოლის ახალი მესაჭე
იტალიურმა „ნაპოლიმ“ სერია ა-ში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. შედეგად, კლუბის და მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გზები გაიყარა. უკვე ცნობილია, რომ რინო „ფიორენტინას“ ჩაიბარებს. რაც შეეხება „ნაპოლის“, 62 წლის ლუჩანო სპალეტი ჩაუდგება სათავეში. 2019 წელს „ინტერიდან“ წასვლის შემდეგ სპალეტი უქმობდა, მანამ კი „ემპოლიში“, „სამპდორიაში“, „უდინეზეში“, „ზენიტსა“ და „რომაში“ მუშაობდა. კლუბის ხელმძღვანელობა სპალეტის...
პარიზში მეტოქეები გაირკვა
„როლან გაროსის“ ძირითად ბადეში პირველად გასული ეკატერინე გორგოძე პირველ წრეში დანიელ კლარა ტაუსონს გაეჯიბრება. 29 წლის გორგოძე WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო 18 წლის სკანდინავიელი მეტოქე – 90-ზე. გორგოძე და ტაუსონი ერთმანეთს გასულ წელს შეხვედრიან და დანიელმა 7:6; 6:3 მოიგო. თუ ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 წრეში გავა, მე-15 ნომრად განთესილ ბელარუს ვიკტორია...
ხამესი ნაკრებს მიღმა დატოვეს
ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელთა გადაწყვეტილებამ გააბრაზა. „ევერტონის” 29 წლის ვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისა და „კოპა ამერიკას” განაცხადში არ შეიყვანეს. როდრიგესი ინგლისიდან სამშობლოში ჩავიდა, სადაც… მიუვიდა წერილი, რომ ის ფიზიკური აღდგენის გეგმას ჩამორჩება და ამიტომ ნაკრებში ვერ აიყვანენ, თუმცა რეაბილიტაციის საქმეში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებენ. „მწვრთნელების გადაწყვეტილებამ გამაკვირვა, — დაწერა ხამესმა, — მათ მითხრეს, რომ...
კუმანის აგენტმა ლაპორტას დასცინა
„ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრეს-კონფერენცია მოაწყო, სადაც კლუბში და მის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ილაპარაკა, მაგრამ მწვრთნელის რონალდ კუმანის შესახებ დაზუსტებით არაფერი უთქვამს. მისი სიტყვები გახლდათ: „უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება კუმანს, რომლის კონტრაქტიც ჯერ კიდევ მოქმედებს. ჩვენ გადავწყვიტეთ მომდევნო კვირაში კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს და მის მომავალზე დავილაპარაკოთ. დღეს ერთად ვაფასებთ განვლილ სეზონს. როგორც მოგახსენეთ, მას კლუბთან...
ლესტერის ფანმა სამსახური დატოვა
გარი ლინეკერი ტელეომპანია BT Sport-იდან მიდის. მიზეზი: ლეგენდარულ ფეხბურთელსა და არანაკლებ სახელოვან ტელეწამყვანს მომავალ სეზონში თავის ოთხ ვაჟთან ერთად „ლესტერის” ევროპულ თამაშებზე სურს სიარული. ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც უკვე 60 წლისაა და რომელსაც BT Sport-ზე 2015 წლიდან ჩემპიონთა ლიგის რეპორტაჟები მიჰყავს, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ტვიტერზე დაწერა. „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” შორის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი ფინალი ამ...
მესი ლაპორტას და აუდიტს ელოდება
„ბარსელონა“ არგენტინელ კაპიტან ლეო მესის ახალ, 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც სამ ეტაპად იქნება დაყოფილი. როგორც ესპანური მედია წერს, საწყისი ორი წელი „ბარსელონასთან“ იქნება დაკავშირებული. შემდეგ, თუ ფეხბურთელს სურვილი და შეთავაზება ექნება, შეეძლება კარიერა ამერიკულ MLS-ში გაატაროს, მესამე ეტაპი კი, ამერიკიდან ისევ ბარსელონაში დაბრუნებასა და კლუბის მენეჯმენტში დასაქმებას ითვალისწინებს. მიუხედავად ასეთი მსუყე შეთავაზებისა, მესი ჯერ ფიქრობს...









