მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონობა კარგა ხანია, იზეიმა. ბოლო ტურის შეხვედრას „აუგსბურგთან“ ერთადერთი ინტრიგა ახლდა: შეძლებდა თუ არა რობერტ ლევანდოვსკი სეზონში 41-ე გოლის გატანას და გერდ მიულერის 49 წლის წინანდელი რეკორდის მოხსნას.
წინა ტურში ლევანდოვსკი მიულერს გაუტოლდა და ეს გერდის ფოტოიანი მაისურით აღნიშნა – „გერდი მარად!“
„აუგსბურგთან“ კი მეტოქის კარი თითქოს შელოცვილი იყო – მეტოქის მეკარემ რობერტის 6 დარტყმა მოიგერია, მაგრამ 90-ე წუთზე სწორედ მის მიერ ცუდად მოგერიებულს ლევანდოვსკიმ ცარიელ კარში დაამატა.
რეკორდი შედგა!
41 გოლი ერთ სეზონში!
პოლონელმა ერთი რეკორდიც დაამყარა. 1970-იან წლებში მიულერი ზედიზედ სამჯერ გახდა საუკეთესო ბომბარდირი. პოლონელმა უკვე ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ეს ტიტული. 75 წლის მიულერი კი ამჟამად მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, ალცჰეიმერის დაავადება აქვს და არავის ეკონტაქტება.
გერდ მიულერი მაინც პირველი სიდიდის ვარსკვლავად და ლეგენდად დარჩება, ხოლო რობერტ ლევანდოვსკის უმთავრესი ოცნების ასრულებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა: როგორც წესი, „ოქროს ბურთს“ ჩემპიონთა ლიგის მომგებ ფეხბურთელს აძლევენ, მაგრამ მის ინდივიდუალურ მიღწევებზე თვალის დახუჭვა ძალიან ძნელი იქნება.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
