ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გუნდს დატოვებს. ნიდერლანდელი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მის შემცვლელს ვერ იპოვის, რაც ძნელად წარმოსადგენია.
ამასობაში კი, ბარსელონას აეროპორტში ჩავი ერნანდესი შეამჩნიეს. კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება კი, „ბლაუგრანას“ მწვრთნელად ლეგენდარული ნახევარმცველის მიწვევა იყო.
ცხადია, ჩავი ბარსელონაში ჩასვლა ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ და კითხვას, რომელიც „ბარსას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან შესაძლო შეხვედრას ეხებოდა, 41 წლის სპეციალისტმა უპასუხა, რომ ბარსელონაში მხოლოდ დასასვენებლად ჩავიდა.
გეტყვით იმასაც, რომ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინ ყატარულ „ალ სადთან“ კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა. ამბობენ, ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც ჩავის ყატარული კლუბის „ბარსელონას“ გამო დატოვების უფლებას აძლევსო, თუმც ყატარული კლუბი ამას უარყოფს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
