ამ არეულ დროში რაღაც რომ გაგიხარდება, უკვე დიდი შეღავათია. მით უმეტეს, თუ ეს სიხარული საფუძვლიანია. ბათუმის ახალი სტადიონი უკვე სრულფასოვნად გაიხსნა. 2020 წლის 27 ოქტომბერს ახალ ულამაზეს არენაზე ლენტი საზეიმოდ კი გაიჭრა . თუმცა იქ მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, ისიც უმაყურებლოდ და მინდვრის საფარის პრობლემების გამო, კიდევ ნახევარი წლით დაიხურა. და აი, 8 მაისს, უკვე…
თედო აბჟანდაძე 20 თებერვლის მერე პირველად გამოჩნდა „ბრივის“ შემადგენლობაში. ეს მოხდა „სტად ფრანსესთან“ საშინაო მატჩში, რომელიც ბრიველებმა 28:31 დათმეს და მხოლოდ ბონუს-ქულას გამორჩნენ. 21 წლის ქართველი მგეზავი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო და მისი დირიჟორობით გატარებული 24-წუთიანი მონაკვეთი „ბრივმა“ 19:7 მოიგო, ბონუსიც სწორედ ამ პერიოდში მოინადირა. ბრიველებმა ბოლო 18 წუთში თავისი სამივე ლელო გაიტანეს, რომელთაგან თედომ…
ზედიზედ მეცხრედ გაჩემპიონებაში მიუნხენის „ბაიერნს“ უშუალო კონკურენტი დაეხმარა. „ლაიფციგი“ „დორტმუნდთან“ 2:3 დამარცხდა და ლიდერის დაწევის თეორიული შანსიც დაკარგა. ეს საჩემპიონო ტიტული 31-ე გახლავთ მიუხენური კლუბის ისტორიაში და არც იმის ნიშნები ჩანს, მიღწეულით დაკმაყოფილებას აპირებდნენ. წლეულს ერთი ლეგენდარული სერია იტალიაში „იუვენტუსს“ „ინტერმა“ შეაწყვეტინა. ვინ შეაჩერებს „რეკორდმაისტერს“?
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაეშალა 200 მილიონგირვანქიანი კონტრაქტი The Hut Group – თან. კომპანიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომელიც 1 ივლისს უნდა შესულიყო ძალაში და 10 წელზე იყო გათვლილი. საქმე იმაშია, რომ გუნდის ფანებს აქტიური საპროტესტო კამპანია აქვთ გაჩაღებული „მანჩესტერის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ. ფანებმა ბოიკოტი გამოუცხადეს კლუბის ყველა სპონსორს, მათ შორის „ადიდასსაც“… ჰოდა, მომავალ სპონსორებს, რომელთა სათაო…
მოკლედ ასეა: „მანჩესტერ სიტის” გუშინ შეეძლო პრემიერლიგის ჩემპიონი გამხდარიყო; უგებდა კიდეც „ჩელსის” რაჰიმ სტერლინგის გოლით, ხოლო, როდესაც მსაჯმა მიიჩნია, რომ სტუმართა საჯარიმოში ბილი გილმორმა გაბრიელ ჟესუსი წააქცია და პენალტი დანიშნა, უპირატესობის ორამდე გაზრდაც შეეძლო, მაგრამ… „ქალაქელთა” ლეგენდად მიჩნეულმა სერხიო აგუერომ პანენკას სტილში მოინდომა პენალტის დარტყმა და ეს ისე ცუდად გააკეთა, რომ ლონდონელთა მეკარემ ედუარ მენდიმ…
კატალონიური პრესა წერს, რომ „ატლეტიკოსთან” შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ ლა ლიგის ჩემპიონობა „ბარსელონასთვის” ჯერ ფუჭი ოცნება არ არის, მაგრამ რეალურიც აღარაა. უფრო ფუჭ ოცნებასთან არის ახლოს. „ბარსას” „კამპ ნოუზე” მადრიდელი სტუმრები აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ვერ შეძლო: ოსმან დემბელემ, ლეო მესიმ და ილიაშ მორიბამ თავიანთი წილი მომენტები ვერ გამოიყენეს. თავის მხრივ, ვერც „ატლეტიკომ” მოახერხა გოლის…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes