მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლანნიკოლოზ გაროსი“ წარმატებით დაიწყო. ჩვენიანმა ტურნირის პირველ წრეში სერბი დუშან ლაიოვიჩი ოთხ სეტში 6:4 6:3 0:6 6:2 დაამარცხა. მატჩის სტარტი სერბ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა და 5 გეიმში ლაიოვიჩმა ნიკას მოწოდება ორჯერ მოიგო. თუმც მერე და მერე ბასილაშვილმა უკლო. შედეგიც მალე მოვიდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და ფაქტობრივად წაგებული სეტის...
ორმაგი ხელფასი და გავდივართ!
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ყველა ღონეს ხმარობს, რომ „რეალიდან“ ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი გადაიბიროს. მადრიდელები თავდაპარველად მასში 60 მილიონ ევროს კი ითხოვდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დავიდ ალაბა დაიბევეს, ეგებ ფასს ცოტა დააკლონ კიდეც. თავად ფეხბურთელს ახალ ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა. მის ამ სურვილს აშკარად გააორმაგებს მანჩესტერელთა გულუხვი წინადადება: „რეალში“ რომ წლიურ 6 მილიონ...
ზიდანის წერილი რეალის ფანებს
„მე, რასაკვირველია, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ერთი თვისება მაქვს — ყველას, იქნება ის ფეხბურთელი, რომელიმე მწვრთნელი თუ კლუბის სხვა თანამშრომელი, შემიძლია შთავბერო ის ძალა და რწმენა, რომელიც მიზნის მისაღწევად არის საჭირო. მე ზუსტად შემიძლია გითხრათ, თუ რა სჭირდება გუნდს. „რეალში” გატარებული 20 წლის განმავლობაში გავისიგრძეგანე, რომ თქვენ, ფანებო, რასაკვირველია გამარჯვებას ითხოვთ, მაგრამ უპირველეს...
ლიეტუვას საქართველო არ დახვდა
საქართველოს რაგბის კავშირის ირგვლივ სკანდალები არ წყდება. თუმცა, ამჯერად უფრო მასშტაბურ შარში გაეხვა. როგორც ირკვევა, ლიეტუვის შვიდკაცა ნაკრები საქართველოში ამხანაგური შეხვედრებისთვის იმყოფებოდა და ჩვენს ეროვნულ გუნდთან უნდა ეთამაშა. მატჩები არ შედგა. თავად ლიეტუველთა თქმით, ქართულმა მხარემ ნაკრებში კოვიდ-ინფიცირებული მორაგბეები მოიმიზეზა, აეროპორტში კი არავინ დახვდათ. საბოლოოდ, ლიეტუველები სამ ქართულ კლუბს შეხვდნენ. ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირმანტას...
კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა
„კოპა ამერიკის“ მორიგი გათამაშება, რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, სხვა ქვეყანაში გაიმართება. წერია კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია) „ტვიტერის“ ოფიციალურ ვგვერდზე. მოკლე შეტყობინება გვამცნობს, რომ „არგენტინას მასპინძლობის უფლება არსებული მიზეზების გამო ჩამოერთვა“. მიზეზები არ სახელდება, თუმცა მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს ამბავი კორონაპანდემიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ახლახან არგენტინაში ინფექციის ახალმა ტალღამ იფეთქა. შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 2020...
კატალონიურ-ბასკური ფინალი ქართველთა მონაწლეობით
საფრანგეთის სარაგბო სეზონი თანდათან ფინიშს უახლოვდება და თუ ტოპ 14-ში რეგულარულის ბოლო ტური და პლეი-ოფია დარჩენილი, პრო დ 2-ში ჩემპიონისა და შესაბამისად, ტოპ 14-ის ავტომატური საგზურის მფლობელის ვინაობის გამოსარკვევად ერთი მატჩიღა რჩება სათამაშო. კვირას საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. პირველი შეხვედრა ფრანგულ კატალონიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „პერპინიანმა“ „ოიონას“ უმასპინძლა და ზედმეტი დაძაბვის გარეშე...
რამოსი და ერთი თვე
სერხიო რამოსის კონტრაქტს „რეალთან” ერთ თვეში ძალა ეკარგება, მაგრამ კაპიტანი და კლუბი ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ ვერ შეთანხმებულან. რამოსი მადრიდში 2005 წელს, „სევილიადან” გადავიდა და იქ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მცველად ჩამოყალიბდა. „სანტიაგო ბერნაბეუდან” გამოსულ ხმათა თანახმად ამ ეტაპზე თავის პირობებს არც „რეალი” თმობს და არც რამოსი, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საბოლოოდ მხარეები მაინც შეთანხმდებიან. სხვანაირად რთული...
ჩელსი გაძლიერებაზე ფიქრობს
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ჩელსი” მზად არის „ინტერისგან” იყიდოს ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც „სტემფორდ ბრიჯზე” 2011-14 წლებში უკვე თამაშობდა. მომავალი სეზონის წინ, „ლურჯებს” ახალი ცენტრალური თავდამსხმელის შეძენა სურთ და მიაჩნიათ, რომ ლუკაკუს გადაბირება სხვების გადაბირებაზე ადვილია. თომას ტუხელის ხელში დასავლეთლონდონელები კარს შესანიშნავად იცავენ, მაგრამ შეტევაში პროდუქტიულობა აკლიათ — 30 შეხვედრაში, ერთ მატჩში ორ გოლზე მეტი...
გორგოძემ ძირითადი ვეღარ გაიარა
ეკატერინე გორგოძე როლან გაროსს პირველივე წრეში დაემშვიდობა. ეკომ კარგად გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ძირთად ბადეში დანიელ კლარა ტაუსონს გადაეყარა. გორგოძემ იომა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს გახდა – 4:6; 2:6. პირველ სეტში თამაში თანაბრად მიმდინარეობდა და მეტოქეები 4:4-მდე მივიდნენ. შემდეგ დანიელმა ჯერ თავისი მოწოდება წაიღო, მეორე გორგოძესაც წაართვა და სეტი სათავისოდ დაამთავრა. მეორე სეტი ეკომ ბრეიკით...
აგუერო ბარსელონაშია
„მანჩესტერ სიტის“ აწ უკვე ყოფილ ფორვარდ სერხიო აგუეროსა და „ბარსელონას“ შორის ორწლიანი კონტრაქტის ხელმოწერამდე მხოლოდ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს… მისი კონტრაქტი მანჩესტერელებთან 2021 წლიის ივნისამდე იყო ძალაში. ახლა ის თავისუფალი აგენტია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო შეცვლაზე შევიდა და სულ 13 წუთი ითამაშა. მას დანაპარების ასრულების კარგი შანსი ჰქონდა. აკი დაიქადნა 6 წლის წინ, „სიტისთან“ ერთად...









