ორმაგი ხელფასი და გავდივართ!

Home აქეთურ-იქითური ორმაგი ხელფასი და გავდივართ!
ორმაგი ხელფასი და გავდივართ!

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ყველა ღონეს ხმარობს, რომ „რეალიდან“ ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი გადაიბიროს.

მადრიდელები თავდაპარველად მასში 60 მილიონ ევროს კი ითხოვდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დავიდ ალაბა დაიბევეს, ეგებ ფასს ცოტა დააკლონ კიდეც.

თავად ფეხბურთელს ახალ ჩემპიონატში სურს ძალების მოსინჯვა. მის ამ სურვილს აშკარად გააორმაგებს მანჩესტერელთა გულუხვი წინადადება: „რეალში“ რომ წლიურ 6 მილიონ ევროს გიხდიან, ზუსტად ორმაგად ვაქცევთ და ჩვენთან გადმოდიო.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".