ჭდე: ადიდასი

Home ადიდასი
რუსებს „ადიდასი“ დაშორდა
ჩანაწერი

რუსებს „ადიდასი“ დაშორდა

ცნობილი სპორტული ბრენდი, „ადიდასი“, ამიერიდან რუსეთის საფეხბურთო კავშირთან აღარ ითანამშრომლებს. გადაწყვეტილება ძალაში მყისიერად შევა – წერია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში. მიზეზი, ცხადია, რუსული ჯარის სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებაა. ორშაბათს, 28 თებერვალს, ფიფამ და უეფამ რუსეთის ყველა ასაკის ნაკრები და კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთა.

დაკარგული 200 მილიონი
ჩანაწერი

დაკარგული 200 მილიონი

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაეშალა 200 მილიონგირვანქიანი კონტრაქტი The Hut Group – თან. კომპანიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომელიც 1 ივლისს უნდა შესულიყო ძალაში და 10 წელზე იყო გათვლილი. საქმე იმაშია, რომ გუნდის ფანებს აქტიური საპროტესტო კამპანია აქვთ გაჩაღებული „მანჩესტერის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ. ფანებმა ბოიკოტი გამოუცხადეს კლუბის ყველა სპონსორს, მათ შორის „ადიდასსაც“… ჰოდა, მომავალ სპონსორებს, რომელთა სათაო...

ადიდასი სტერლინგს რეალს დაპირდა
ჩანაწერი

ადიდასი სტერლინგს რეალს დაპირდა

ინგლისური ფეხბურთისა და „მან. სიტის“ ვარსკვლავი წლევანდელ სეზონს ვერ დაემდურება – რაჰიმ სტერლინგის პირადი მონაგარი 29 გოლია. სტერლინგი „ქალაქელთათვის“ შეუცვლელი ფეხბურთელია, მაგრამ, შესაძლოა, მომავალ სეზონს სულაც მადრიდის „რეალში“ შეხვდეს. საქმე იმაშია, რომ სტერლინგის პირად სარეკლამო კონტრაქტს „ნაიკთან“ 31 ივლისს გასდის ვადა. ამერიკული გიგანტის უმთავრესი კონკურენტი „ადიდასი“ მზადაა, ფეხბურთელს ზღაპრული პირობები შესთავაზოს, წლიურად თითქმის 11 მილიონი...

ყინულოვანი აიაქსი
ჩანაწერი

ყინულოვანი აიაქსი

ამსტერდამულმა კლუბმა ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, რომელმაც ფურორი მოახდინა. მწარმოებელმა „ადიდასმა“ თავადვე უწოდა მას ყინულისფერი. ტრადიციული თეთრ-წითელ ზოლებში გადაწყვეტილი მაისურები არსად გამქრალა. ის საშინაო ფორმაა, ყინულისფრად კი „აიაქსი“ გასვლით მატჩებში შეიმოსება. შეგახსენებთ, რომ „ადიდასთან“ ამსტერდამელებმა ახლახანს ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს და ჯამურად 50 მილიონ ევროს მიიღებენ. მაისური, რომლის დიზაინმაც 80-90-იანი წლების მოგონებები აღძრა, ქომაგისთვის 90...

ნიუ ლივერპული?
ჩანაწერი

ნიუ ლივერპული?

ცოტა ხნის წინ გაცხადდა, რომ საფეხბურთო ზენიტში მყოფი „ლივერპული“ მსუყე კონტრაქტს გააფორმებდა „ნაიკთან“. ჩემპიონთა ლიგის და ევროპის სუპერთასის ტრიუმფით მომგები მერსისაიდული კლუბი ახლა ყველა სოლიდური ბრენდისთვის სასურველი პარტნიორია, მაგრამ რანდენიმე წლის წინ ასე არ იყო – „ლივერპული“ ამაოდ ცდილობდა ძველი დიდების დაბრუნებას და ამ მძიმედ სავალ გზაზე, მანამდე ერთგულმა „ადიდასმაც“ უგანა. ამას მოჰყვა ნაკლებპრესტიჟულ „ვორიორთან“...

რეტრო – ლივერპული
ჩანაწერი

რეტრო – ლივერპული

ინგლისურ ტაბლოიდებში „ლივერპულის“ საგაისო ახალი ფორმის ფოტოები გამოჩნდა. მართალია, „წითლების“ ქომაგები ამჟამად პრემიერლიგის გამალებულ საჩემპიონო რბოლაში ჩაფლულან, მაგრამ სიახლე არც მათთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. ფორმის დიზაინი რეტრო სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს 1984 წლის ანალოგს, როცა ლეგენდარულმა დალგლიშმა და კომპანიამ ფინალში „რომა“ დაამარცხეს (4:2 პენალტებით) და მეოთხედ აღმართეს ჩემპიონთა თასი. საქმე ის არის, რომ მომავალი სეზონი...