Breaking News

Day: March 11, 2021

არის! ნიკამ ფედერერი გაიარა!

ეს ის შემთხვევაა, როცა ტურნირის რანგს და საპრიზო ფონდს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, რატომაც არა, როცა შვეიცარიელი გენიოსის – როჯერ ფედერერის კორტზე დაბრუნებას სპორტული სამყარო შარშანდელი იანვრიდან ელოდა. მერე? მერე, დოჰას ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაეყარა და სახლში წასასვლელი ბილეთიც აიღო. ნიკამ სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოიგო. მთელი თამაში ფედერერის დონეზე აწვდიდა მეორე ცდიდან და…

Read more

სანდრო პირველი

სანდრო მამუკელაშვილი ამერიკული NCAA-ს ლიგის Big East-ის სეზონის საუკეთესო კალათბურთელია. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელებმა ერთსულოვნად მისცეს ხმა ქართველ მძიმე ფორვარდს. მიმდინარე სეზონში სანდრო საშუალოდ 17 ქულას აგდებს, რაც ლიგაში მეორე შედეგია. მოხსნების საშუალო მაჩვენებელით (7.3) მამუკელაშვილი ლიგაში მე-6 ადგილზეა, ხოლო პასების (3.1) მაჩვენებელით – მე13. მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა. იქაც კონფერენციის ყველა გუნდის…

Read more

ქართული რაგბი ტყემალზეა…

„ამათ, მგონი, ფულის სუნი აქვთ ნაკრავი,“ – მომკალით და ცნობილი ქართული ფილმის ცნობილი ფრაზა დიდი ხნის წინ ამეკვიატა. მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირში დაიწყო სერიალი „ვირჩევთ პრეზიდენტს“. რადგან ფილმი ვთქვით, რა უბედურება იყო ამდენ დუბლად გაწელილი საპრეზიდენტო არჩევნები? აკი რაგბი ჩვენი თამაშია და აქ მხოლოდ ვაჟკაცური საქციელები მოსულაო? არავის, არც ერთ მხარეს არ გავამართლებ და…

Read more

ეროვნული ნულები

ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ანტირეკორდი დამყარდა – 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა, რაც ძალიან ცუდია. ოთხშაბათს, მეორე სათამაშო დღეს, სულაც სამივე შეხვედრა უგოლოდ დასრულდა… ტურის მთავარი ამბავი „დინამო არენაზე“ მოხდა. ერთმანეთს ტიტულის მაძიებლები – თბილისისა და ბათუმის დინამოელები შეხვდნენ. ამჯერად დუელი ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა. მათ დამსახურებულად მოიგეს. ერთადერთი გოლი  66-ე წუთზე გიული მანჯგალაძის ულამაზეს…

Read more

შინ, ოღონდ შინიდან შორს

ბოლოს და ბოლოს „ლივერპულმა” შინ მოიგო. მართალია ეს 1700 კილომეტრის მოშორებით, ბუდაპეშტში მოხდა, მაგრამ ფორმალურად მასპინძლები მერსისაიდელები იყვნენ. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაზე „ლაიფციგის” წინააღმდეგ, რომელიც 2:0 დასრულდა და „ლივერული” მეოთხედფინალში გავიდა. არადა, პირველ ტაიმში ინგლისის ჩემპიონმა ხელსაყრელი მომენტები გაუშვა ხელიდან. ვინ იცის, ქომაგებმა კიდეც იფიქრეს, რომ ისევ ნავსთან და ხელის მოცარვასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ…

Read more

ლეო დედამიწელი

მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ ჟერმენმა” „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გააგდო, თუმცა, უფრო სწორი იქნება აქცენტს მეორენაირად თუ დავსვამთ: მაურისიო პოჩეტინიოს „პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. როგორც ევროპული პრესა წერს, ამავე დღეს გაირკვა, რომ ლეო მესი უცხოპლანეტელი კი არა, დედამიწელია — მან, პირველი ტაიმის ბოლო, მსაჯის წამატებულ წუთებში პენალტი ვერ გაიტანა. არადა, ამ მომენტისთვის…

Read more