ჭდე: დოჰა

Home დოჰა
ბასილაშვილს აგუტი დაეცა
ჩანაწერი

ბასილაშვილს აგუტი დაეცა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას საჩოგბურთო ტურნირის ფინალში 3;6; 4:6 დამარცხდა ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან და ტიტული ვეღარ შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ შარშან ბასილაშვილმა დოჰაში სწორედ ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. ამჯერად კი ესპანელმა რევანში აიღო. არადა, მატჩის დასაწყისი იმედიანი იყო. ბასილაშვილი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და სეტი დათმო; კიდევ უფრო იმედიანი გამოდგა მეორე სეტის დასაწყისი –...

დოჰა ბასილაშვილის არის
ჩანაწერი

დოჰა ბასილაშვილის არის

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში 7:6, 6:2 დაამარცხა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. ჩვენებურმა 7:4 მოიგო. მანამდე კი ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას იგებდა. თანაბრად დაიწყო მეორე სეტიც, მაგრამ დაკვნითი ნაწილი ბასილაშვილმა უკეთ ჩაატარა, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 6:2 იმარჯვა. ბასილაშვილს მომდევნო ტურნირი დუბაიში ელის, რომელიც მომავალ...

არის! ნიკამ ფედერერი გაიარა!
ჩანაწერი

არის! ნიკამ ფედერერი გაიარა!

ეს ის შემთხვევაა, როცა ტურნირის რანგს და საპრიზო ფონდს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, რატომაც არა, როცა შვეიცარიელი გენიოსის – როჯერ ფედერერის კორტზე დაბრუნებას სპორტული სამყარო შარშანდელი იანვრიდან ელოდა. მერე? მერე, დოჰას ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაეყარა და სახლში წასასვლელი ბილეთიც აიღო. ნიკამ სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოიგო. მთელი თამაში ფედერერის დონეზე აწვდიდა მეორე ცდიდან და...

ბასილაშვილი ფედერერისკენ მიდის
ჩანაწერი

ბასილაშვილი ფედერერისკენ მიდის

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო. არადა, გასული წლის მარტის შემდეგ ორად-ორი მოგება იანვარში გამოერია და სულ ეს იყო. დოჰას საკმაოდ პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში კი ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი გააკრა კორტს – 2:6, 6:4, 6:2. არადა, ჩვენებურმა ისე დაიწყო, იფიქრებდით, ბოლო დროინდელ „ტრადიციას“ აგრძელებსო. პირველ სეტში 2:6 წააგო და… მეორე სეტიდან კორტზე სხვა ბასილაშვილი იდგა და 6:4...