ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას საჩოგბურთო ტურნირის ფინალში 3;6; 4:6 დამარცხდა ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან და ტიტული ვეღარ შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ბასილაშვილმა დოჰაში სწორედ ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. ამჯერად კი ესპანელმა რევანში აიღო.
არადა, მატჩის დასაწყისი იმედიანი იყო. ბასილაშვილი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და სეტი დათმო;
კიდევ უფრო იმედიანი გამოდგა მეორე სეტის დასაწყისი – 3:0 ბასილაშვილის სასარგებლოდ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერც მეორე ჯერზე მოახერხა.
შეგახსენებთ, ჩვენიანმა მერვედინალში შვედ ელიას ინერს 6:4; 7:5 მოუგო, მეოთხედფინალში უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს 1:6; 6:3; 7:6 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ბასილაშვილმა ფრანგი არტურო რინდერკნაიხი 6:4; 6:2 დაამარცხა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
