„ამათ, მგონი, ფულის სუნი აქვთ ნაკრავი,“ – მომკალით და ცნობილი ქართული ფილმის ცნობილი ფრაზა დიდი ხნის წინ ამეკვიატა. მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირში დაიწყო სერიალი „ვირჩევთ პრეზიდენტს“. რადგან ფილმი ვთქვით, რა უბედურება იყო ამდენ დუბლად გაწელილი საპრეზიდენტო არჩევნები? აკი რაგბი ჩვენი თამაშია და აქ მხოლოდ ვაჟკაცური საქციელები მოსულაო? არავის, არც ერთ მხარეს არ გავამართლებ და...
ჭდე: სრკ
კავშირი დუღს
სარაგბო სამყაროში დუღილის ტემპერატურა იმატებს. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გოჩა სვანიძე პროკურატურაშია დაბარებული. ბრალად კავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ედება. ამ ინფორმაციას თავად სვანიძეც ადასტურებს, მაგრამ ისიც თქვა, რომ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს, რადგან უფლება აქვს პირდაპირ სასამართლოში მივიდეს და მაგისტრი მოსამართლის მიერ იქნას დაკითხული. სვანაძე ამ ვარიანტს ირჩევს. მოკლედ, სარაგბო სამყაროში დიდი ამბებია...
არჩევნებამდე მიმყვანი…
გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. მისმა წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი, რომელიც სრკ-ს პრეზიდენტის არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.


