წელი: 2020

Home 2020
კვარაცხელია საუკეთესო ახალგაზრდაა
ჩანაწერი

კვარაცხელია საუკეთესო ახალგაზრდაა

ყაზანის „რუბინის“ 19 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოკითხვაში მონაწილეობა პრემიერლიგაში მოთამაშე კლუბების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, საფეხბურთო ექსპერტებმა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. „მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ამ პრიზის მოგება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. შევეცდები შემდეგ სეზონში თავი უკეთ წარმოვაჩიო – უფრო მეტი გოლის...

გმირთა ადგილსამყოფელი
ჩანაწერი

გმირთა ადგილსამყოფელი

32 წლის ბენედიკტ ჰოვედესი მეშვიდეა გერმანიის ნაკრების 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდიდან, რომელმაც ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. „შპორტ ბილდმა” გადაწყვიტა გულშემატკივარს ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალის გმირთა ახლანდელი ადგილსამყოფელი შეახსენოს. მანუელ ნოიერი (34 წლის) – „ბაიერნის” (კონტრაქტი 2023 წლამდე) და ნაკრების მოქმედი მეკარეა. რომან ვაიდენფელერი (39) – კარიერა დაასრულა 2018 წელს. მუშაობს ტელეკომპანია RTL-ში ექსპერტად. რონ-რობერტ ციელერი...

ობამეიანგის კოდი
ჩანაწერი

ობამეიანგის კოდი

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ფინალის მიმოხილვას, „სანის” სპორტული ჟურნალისტი დეივ კიდი ასე იწყებს: შედევრები ფული ღირს. ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელი”, სადაც იესო გადაჯვარედინებული თითებით არის გამოსახული, 2017 წელს, აუქციონზე, 450 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასე რომ, ასოციაციის თასის ფინალში პიერ-ემერიკ ობამეიანგის თამაში აუცილებლად დაჯდება გარკვეული თანხა. „არსენალი” შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ამ ზაფხულს ობამეიანგი მათგან...

დიდი საფეხბურთო მაფია
ჩანაწერი

დიდი საფეხბურთო მაფია

ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ორგანიზაციას ჟოაო აველანჟი ედგა სათავეში. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ ბრაზილიელი სამართალდამცავების მიერ ძებნილი სეუ ჟოზე სერიოზული მაფიოზი იყო. მისი მემკვიდრე ფრიად რესპექტაბელური იოზეფ ბლატერი გახდა. მერე? როგორ დაასრულა კარიერა? კორუფციაში ბრალდებით და გადადგომით. ჯანი ინფანტინო – კაცი, რომელმაც ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერი შეცვალა და წესიერების იმედი დააბრუნა… შვეიცარიის...

კომოლის ფანები მოკვლით დაემუქრნენ
ჩანაწერი

კომოლის ფანები მოკვლით დაემუქრნენ

ფრანგული „ტულუზის” პრეზიდენტმა დამიენ კომოლიმ უკვე რამდენიმე წერილობითი მუქარა მიიღო. საქმით პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი დაინტერესდა. გამოძიებამ ეჭვი კლუბის ფანებზე აიღო, რადგან მსგავს მუქარებს გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ალენ კაზანოვაც უგზავნიდნენ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა „ტულუზი” ფრანგული ფეხბურთის ელიტიდან გავარდა და ამერიკული ფონდის RedBird Capital Partners-ის ხელში გადავიდა. საინტერესო ისაა, რომ დამიენ კომოლის „ტოტენჰემის”, „რსენალის”...

უეფა საბავშვო ბაღია
ჩანაწერი

უეფა საბავშვო ბაღია

სანამ ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი” გაიმართება, მანამდე მერვედფინალურ წყვილებში დარჩენილი მატჩებია ჩასატარებელი. ერთ-ერთი მათგანი არის „ბარსელონა” —„ნაპოლი” (პირველი მატჩი 1:1). ამასობაში, ესპანეთში კორონავირუსის მეორე ტალღა „აფეთქდა” და კატალონიაში მატჩის ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა. შედეგად, UEFA-მ გარანტიები მოითხოვა, ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ თამაშის ჩატარება სრულიად უსაფრთხო იქნება და „კამპ ნოუზე” თამაშის ნებართვა გასცა....

ჰიონესის გალანძღული ბარსელონას უნდა
ჩანაწერი

ჰიონესის გალანძღული ბარსელონას უნდა

კატალონიური სპორტული გაზეთის „ელ მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით „ბარსელონას” „პარი სენ ჟერმენისგან” 27 წლის ესპანელი ხუან ბერნატის ყიდვა უნდა. მოგეხსენებათ, „ბლაუგრანამ” გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული მთავარ კონკურენტ „რეალს” გაატანა და ახლა გაძლიერებას გეგმავს. ბერნატი, რომელიც პარიზამდე „ვალენსიასა” და „ბაიერნში” თამაშობდა, „პარკ დე პრენსზე” აგერ უკვე ორი წელიწადია მარცხენა მცველის ფუნქციას ასრულებს, თუმცა საფრანგეთში ლიგა ერთის ბოლო...

დროსტარების მხეცები და ნადირები
ჩანაწერი

დროსტარების მხეცები და ნადირები

ბრაზილიელი ზე რობერტო, რომელმაც ევროპელ გულშემატკივარს თავი „რეალში”, „ლევერკუზენში”, „ბაიერნსა” და „ჰამბურგში” თამაშით დაამახსოვრა, ახლა 46 წლისაა და TyC SPORTS-თან ინტერვიუში იმ ვარსკვლავებს იხსენებს, ვისთან ერთადაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში უბურთავია. სელესაოსთან ერთად ზე რობერტო მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა, მაგრამ ორჯერ (1997, 1999) კოპა ამერიკა და ორჯერაც (1997,2005) ფიფას კონფედერაციათა თასი მოიგო. ჟურნალმა „კიკერმა” ის სეზონის...

ოცდაათიანები
ჩანაწერი

ოცდაათიანები

ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი „ლოს ანჯელეს ლეიკერშსი“ ერთად პირველ სეზონს ატარებენ, მაგრამ არ გასჭირვებიათ კობი ბრაიანტისა და შაკილ ონილის დუეტის შედეგი გაემეორებინათ. კობი-შაკის დეუტმა 2002-03 წლებში მოახერხეს 20 მატჩში მინიმუმ 30 ქულა დაეგროვებინათ. ამჯერად იგივე ჯემსმა და ენტონმა მოახერხეს. ჯეიმსს ეს შედეგი უკვე დაფიქსირებული ჰქონდა, ხოლო დევისმა NBA-ს განახლებული სეზონის პირველივე მატჩში „ლოს ანჯელეს...

ინფანტინო შარშია
ჩანაწერი

ინფანტინო შარშია

თუ ვინმეს ფიფას პრეზიდენტობა ამოგიჭრიათ გულში, ახლავე გადაიფიქრეთ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სათავიდან ციხის კარამდე ერთი ნაბიჯია. მოკლედ, მაგარი შარია… ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კრიმინალური საქმის ფიგურანტია. ჩინოვნიკის მიმართ გამოძიებას შვეიცარიის პროკურატურა აწარმოებს და ბრალს ორგანიზაციის შიგნით კორუფციულ გარიგებებში სდებს. ფიფა, ცხადია, აღიარებს შვეიცარიის კანონმდებლობასა და ფედერალური პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შესამაბისად...