წელი: 2020

Home 2020
ორიც და გავდივართ
ჩანაწერი

ორიც და გავდივართ

ახლოვდება სანაკრებო თამაშები და ლეო მესიმ თავისი კერძო თვითმფრინავის კარი ესპანეთში მოთამაშე არგენტინელ თანაგუნდელებსაც გაუღო. მესის თვითმფრინავით ბუენოს აირესამდე იმგზავრებს აგრეთვე მისი ახლო მეგობარი, „ბარსელონას” მიერ „ატლეტიკოში” გაშვებული ურუგვაელი ლუის სუარესი. არგენტინა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს 9 ოქტომბერს შინ ეკვადორთან და 14 ოქტომბერს სტუმრად ბოლივიასთან მართავს. ურუგვაი 9-ში ჩილეს მასპინძლობს, ხოლო 14-ში ეკვადორს...

ნახატები ტრიბუნიდან გარბოდნენ
ჩანაწერი

ნახატები ტრიბუნიდან გარბოდნენ

„ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედის” ნანგრევები ვიხილეთ. ინგლისში წერენ, რომ ასე საზიზღრად გუნდს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ანუ, მას მერე, რაც სერ ალექს ფერგიუსონი გადადგა და საქმეები დაღმა წავიდა, არ უთამაშია. მანჩესტერელთა დაცვის შეცდომები კლიპად უნდა აკინძო და ბენი ჰილის საუნდტრეკი დაადოო. იყო ასეთი მოსაზრებაც: დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს გუნება მხოლოდ მესის და რონალდუს წყვილად ყიდვამ...

კორონამ ვაისს მცველი დაუმატა
ჩანაწერი

კორონამ ვაისს მცველი დაუმატა

კარს მოგვადგა საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი. თუმცა, 8 ოქტომბერს ბელარუსთან შეხვედრის გარდა, 11 და 14 ოქტომბერს არანაკლებ საინტერესო თამაშები გველის. ვლადიმირ ვაისის გუნდის მზადებას ხვალიდან დაიწყებს. თუმცა, უკვე თბილისში არიან გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც აშშ-დან დროულად ჩამოფრინდნენ, რათა სავალდებულო საკარანტინო პროცედურების გავლა მოესწროთ. ამერიკელ ქართველებს ადგილობრივებიც შეუერთდნენ – ლაზარე კუპატაძე, ნიკა...

ხსოვნა მუზეუმში
ჩანაწერი

ხსოვნა მუზეუმში

ფეისბუქზე არსებობს ჩვენი სიამაყის, ვიტალი დარასელიას გვერდი, რომელსაც მისი ქალიშვილი კრისტინა უძღვება. ჰოდა, ამ რამდენიმე დღის წინ გვერდმა, ანუ კრისტინამ ერთობ მოულოდნელი შინაარსის შეტყობინება მიიღო. ვინმე ანიბალ მარტინესმა გამოგზავნა ვიტალი დარასელიას მსოფლიო 1982 წლის ჩემპიონატის დროინდელი სათამაშო მაისურის ფოტოსურათი და აი, რა ისტორია მოაყოლა. მოგეხსენებათ, იმ დაუვიწყარი ტურნირის თავის პირველ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ზე-გუნდად...

რუსული ჭაობი
ჩანაწერი

რუსული ჭაობი

არც ვიცი, რატომ მომინდა ამ თემაზე დაწერა. ალბათ იმიტომ, რომ რუსულ მინდვრებზე ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს. მიხარია, როგორ არ მიხარია, მაგრამ თან მეშინია. რისი და იმის, რომ ვინც რუსეთიდან თავი ვერ დაიხსნა, ბოლომდე ვერც გაიხსნა. მაგალითები? ზაზა ჯანაშია! მალხაზ ასათიანი!! ჯანო ანანიძე!!! ეს მხოლოდ ერთბაშად მოსაგონარი და ყველაზე მსხვილი კალიბრის ვარსკვლავებია, რუსული ფეხბურთის ჭაობმა რომ ჩაითრია....

ქეცბაიას ბიჭები ხასიათზე მოდიან
ჩანაწერი

ქეცბაიას ბიჭები ხასიათზე მოდიან

მშვენიერ ხასიათზე მოდის ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდში „ანართოზისის“ შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი. საქართველოს ნაკრების შემტევს, უგოლოდ მხოლოდ საწყისი ორი ტური გაუცდა. გაუცდა ევროპალიგის მატჩიც, შვეიცარიულ „ბაზელთან.“ შვეიცარიელებთან თავი წითელი ბარათით „დაგვამახსოვრა,“ თუმც ეგეც, თავდადებულად რომ იბრძოდა, იმიტომ. ოქრიაშვილმა ამჯერად ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ გაუტანა – პენალტით. „ოქრი“ კვიპროსის...

ანსუ: სევილიელი სევილიის წინააღმდეგ
ჩანაწერი

ანსუ: სევილიელი სევილიის წინააღმდეგ

დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 17 წლის ანსუ ფატი „ბარსელონას“ შემადგენლობაში „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშებს. „სევილია“ კი ის კლუბია, რომლის ბავშვთა გუნდში ანსუმ 2010-12 წლებში, თითქმის წელიწადნახევარი აგორა ბურთი. ის, იქ ადამიანად და ფეხბურთელად ყალიბდებოდა. კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ გამოაქვეყნა რამდენიმე ისტორია, რომელთაც ანსუ ფატის ცხოვრებაში გარკვეული როლი ითამაშეს.   რამდენი წლისაა ეს...

ლიდსში ავადმყოფი, მიუნხენში ჯანმრთელი
ჩანაწერი

ლიდსში ავადმყოფი, მიუნხენში ჯანმრთელი

ფრანგი ნახევარმცველი მიკაელ კუიზანსი სამედიცინო შემოწმების ჩაგდების გამო „ლიდს იუნაიტედში” ვერ გადავიდა და „ბაიერნს” დაუბრუნდა. მაგრამ, როგორ გაგრძელდება ბავარიელთა და 21 წლის ფეხბურთელის თანამშრომლობა? ამ საკითხზე „რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ჰერტასთან” დღევანდელი შეხვედრის წინ ილაპარაკა. „კუიზანსის ამბავი სასიამოვნო და მისთვის იოლი ნამდვილად არ არის. რაც მოხდა, ფეხბურთელისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. აქ, უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი...

ოსტატმა შეგირდი მიკი მაუსს დაამსგავსა
ჩანაწერი

ოსტატმა შეგირდი მიკი მაუსს დაამსგავსა

პრემიერლიგაში ახალგადასული „ლიდსისა” და მძიმეწონოსნის, „მანჩესტერ სიტის” შეხვედრა 1:1 დასრულდა. მოგეხსენებათ, „ლიდსს” სათავეში არგენტინელი მარსელო ბიელსა უდგას, ხოლო „სიტის” კატალონიელი პეპ გვარდიოლა, რომელიც თავს ბიელსას მოსწავლედ მიიჩნიევს. გაზეთ „სანს” ოსტატისა და შეგირდის გუნდების დაპირისპირებამ დისნეის მიკი მაუსი გაახსენა. უფრო სწორად, „სანმა” დაწერა, რომ, ერთიხანობა, როდესაც ბიელსას ბიჭებმა ხელთ ინიციატივა იგდეს და სტუმრებს შეუტიეს, გვარდიოლა უოლტ...

ჰოლანდმა, შვიდი უკეთესიაო
ჩანაწერი

ჰოლანდმა, შვიდი უკეთესიაო

„დორტმუნდის“ ნორვეგიელ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს მის ამპლუაში საუკეთესოების შესახებ დაუსვეს კითხვა. 20 წლის ნორვეგიელმა, რომელმაც ბუნდესლიგის სასტარო ორ ტურში ორი გოლის გატანა უკვე მოასწრო, ერთი ამოსუნთქვით ჩამოთვალა ფორვარდები, რომლებიც მასზე უმჯობესნი არიან. ჰილანდის რჩეულთა შორის მოხვდნენ: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), სერხიო აგუერო (სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობემეიანგი (არსენალი), ტიმო ვერნერი (ჩელსი) და...