ჩვენ ფეიკ-ნიუსების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ტყუილ-მართლის გარჩევა ზოგჯერ გვარიან ძალისხმევას მოითხოვს. გულწრფელად გეტყვით, რომ როდესაც რომელიღაც სააგენტოს გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ეს განცხადება წავიკითხე, იმდენად დაუჯერებლად მომეჩვენა, რომ პირველწყაროს ძებნას შევუდექი, რადგან ტექსტი ფეიკად თუ არა, სულ მცირე, დავით მუჯირის ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციად ჩავთვალე. შემდეგ ამბის პირველწყაროს – მუჯირს განცხადების ვიდეოჩანაწერს მივაგენი და…...
წელი: 2020
შენ, მო… ქორწილში რამ წაგიყვანა?
მო სალაჰს კოვიდი აქვს. ძმის ქორწილში აიკიდა. „ლივერპულის” 28 წლის თავდამსხმელი უსიმპტომოა. ის ინგლისში ეგვიპტის ნაკრების შეკრებიდან დაბრუნდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეხვდებოდა ამ ცნობას მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი, რომელსაც ბოლო პერიოდში უკვე დაუშავდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ახლა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის თანაბომბარდირ სალაჰს (მას და „ევერტონის” თავდამსხმელს დომინიკ კალვერტ-ლევინს 8 გოლი აქვთ გატანილი) ათდღიანი თვითიზოლაცია მოუწევს....
პოლიციამ, ვერ ვიპოვითო
ჰარი კეინს დღისით-მზისით, 100 000 გირვანქიანი „რენჯ როვერი” მოპარეს. ქურდების ჯგუფს, როგორც ჩანს, ეს მანქანა მიზანში ჰქონდა ამოღებული, რადგან ქუჩის კამერებს დაუფიქსირებია როგორ ჩაუარა ვარსკვლავის „რენჯ როვერს” ერთმა და იმავე ავტომობილმა რამდენჯერმე. თან, მომზადების გარეშე პრესტიჟული უბნიდან ძვირი მანქანის წაყვანა ადვილი საქმე არ უნდა იყოს. 27 წლის კეინი „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მესამე ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო თვეებში...
დაბნეულის ჩანაწერი
შესავლის გარეშე ვთქვათ, 88-ე და 90+2 წუთებზე ფეხბურთელების შეცვლა ჯანდაბას, კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ დრო გაგვყავდა, მაგრამ… თუმცა, არა კაცო, რას ვლაპარაკობ. პირიქით, დრო იმათ გაჰყავდათ 89-ე წუთზე ორი ფეხბურთელი რომ შეცვალეს. ისინი იგებდნენ და… დაიცა, ერთი წუთით, კარგად დავფიქრდე. ესე იგი, ისინი იგებდნენ. ანუ, უნდოდათ, რომ თამაში მალე დამთავრებულიყო. ანუ, დრო იმათ გაჰყავდათ. კი...
ფეხბურთის ფედერაცია უნდა დაიშალოს!
ფეხბურთის ქომაგს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ხელი მოხვდა. იმ ქომაგს, წუხელ სასტუმროდან სტადიონამდე რომ მიაცილა საყვარელი გუნდი და მერე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ერთზე კი არაა საუბარი – ბევრ ქომაგზეა. ხელი კი ვისგან მოხვდათ, იცით? იმ ფედერაციის ჩინოსნებისგან, ვინც რამდენიმეწლიანი მუშაობის მანძილზე ყაზახეთთან მოგებისა და სომხეთთან ფრეს გარდა, შედეგად ვერაფერი დადო. ბოდიშის მაგიერი...
რა გააკეთა ლევან კობიაშვილმა?
დავმარცხდით და ეს არ იყო რიგითი მარცხი. ჩვენ ფაქტობრივად მომავალი წავაგეთ, ის მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, იმედიანი და ოცნებებით სავსე იყო. მე უფრო მეტად გავიხედე მაკედონიელთა კარისკენ, ვიდრე ჩვენმა ნაკრებმა მთელი მატჩის მანძილზე და დიახ, ჩვენ ვიტყვით რომ ფეხბურთელებმა ჩააგდეს თამაში. მოულოდნელი და ბუნდოვანი იყო გუნდის ტაქტიკური მონახაზი, ზოგადად, შერჩეული შემადგენლობა, მწვრთნელის უნიათო გადაწყვეტილებები...
მშვიდობით, ბატონო ვაის!
სულ ვიმეორებ, გაცეცხლებულ გულზე ემოცია არ უნდა გამოხატო მეთქი. ახლაც ვეცადე, ერთი ღამე მაინც გამეთია იმ ბოღმასთან, კიდევ დიდხანს რომ არ მომასვენებს და მერეღა ამომეთქვა. მე შემრცხვა! ვერმოგებისაც, გაშვებული შანსისაც, ტელევიზორს მიჯაჭვული მილიონისაც, სტადიონთან ნაკრების დამხვედრი ბიჭებისაც… ფეხბურთელების ნაცვლად სულაც არ შემრცხვენია. რეალურად, ცალკე აღებული ფეხბურთელი ცლკე აღებული ინსტრუმენტია. მერე უკვე დირიჟორის ამბავია, გამოუვა თუ...
სხვაგან ევროპაში
გუშინ საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის პარალელურად ევროპაში კიდევ სამი თამაში ჩატარდა. უნგრეთი 88-ე წუთამდე მარცხდებოდა და ბოლო ორ წუთში ორი ბურთი გაუტანა ისლანდიას. 88-ე წუთამდე მარცხდებოდა ჩრდილოეთ ირლანდია სლოვაკეთთან და იმ დარჩენილ ორ წუთში მანაც მოახერხა გათანაბრება. შოტლანდიასთან ბოლო წუთამდე მარცხდებოდა სერბეთიც და მანაც გაათანაბრა. ერთადერთი გუნდი, რომელიც გუშინ ასევე მასპინძელი იყო, ასევე მაცხდებოდა და...
მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ…
პორტუგალიამ ანდორას ამხანაგურ შეხვედრაში 7:0 მოუგო და ეს ამბავი აღსანიშნავი არ იქნებოდა, რომ არა 85-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს თავური გოლი. 35 წლის მეგავარსკვლავი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და სანაკრებო კარიერაში 102-ე გოლი გაიტანა, თუმცა ამჯერად სტატისტიკაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. მსოფლიო მას-მედიამ ყურადღება მის ნახტომს და ჰაერში „დაკიდებას” მიაქცია, რაც შენელებულ კადრში კიდევ უფრო ეფექტურად გამოჩნდა....
დავიწყებული შოტლანდიაც გავიდა
მადლობა ვის? უეფას და ერთა ლიგას. შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიდის! შოტლანდიის ნაკრები მიდის იქ, სადაც 22 წელიწადია არ ყოფილა — მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე. „ტარტან არმი” ბოლოს 1998 წელს, საფრანგეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გახლდათ. ბელგრადში, სქოთების გამარჯვება პენალტებით გაირკვა. თავად თამაში 1:1 დასრულდა. ანგარიში „სელტიკის” ნახევარმცველმა რაიან კრისტიმ გახსნა, მაგრამ „რეალის” თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა გაქვითა. ორივე...









