ამას წინათ „ჰიუსტონის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ ვესტბრუკმა გუნდიდან გაშვება ითხოვა. მისი ამ განცხადების მიზეზის რამდენიმე ვერსიაც დაიწერა. ერთ-ერთი ის იყო, რომ რასელს გუნდში ისეთი ლიდერის ფუნქცია სურდა, როგორც ეს „ოკლაჰომაში“ ჰქონდა. „ჰიუსტონის“ ლიდერობაში კი ხელს ჯეიმს ჰარდენი უშლის. ჰოდა, „ჰიუსტონმა“ გადაწყვიტა ვესტბრუკი დაიტოვოს და გუნდიდან ჰარდენი გაუშვას. არის საუბარი, რომ „წვერა“ „ბრუკლინში“ გადაბარგდება. ბრუკლინელები ჰარდენში...
წელი: 2020
ვინ უნდა გაიყვანოს ნაკრები ესტონეთთან?
„ვიცი ნაკრების შიდა სამზარეულო. ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,“ – ეს სიტყვები ლევან კობიაშვილმა გაზაფხულზე, ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილების მიღებისას თქვა. ამ კონტექსტში „ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს,“ – გუნდში ჯანსაღი სიტუაციის არსებობას ნიშნავს. ახლა კი რას ამბობს მწვრთნელი სომხეთთან დამარცხების შემდეგ: „თუ პროგრესი გსურთ, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში არ...
ბაიერნის სამმაგი მიზანი
„ბაიერნის” პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით covid 19-ის პანდემია მსოფლიო ფეხბურთს შეცვლის, თუმცა ეს ხელის ერთი მოქნევით შეიძლება ვერ მოხდეს. „ვფიქრობ, ბოლო თვეების განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში ადრინდელზე მეტი სიმშვიდე იყო, — თქვა გამოცდილმა ხელმძღვანელმა, რომელიც ადრე „ადიდასის” შეფად მუშაობდა, — სხვა კლუბების წარმომადგენლებთან ლაპარაკის დროს შევამჩნიე, რომ ამიერიდან...
ინგლისი ჩარჩა და უსახურია
არანაირი სისწრაფე შეტევაში, არანაირი ფანტაზია ნახევარდაცვაში და არანაირი ყურადღება დაცვაში — ეს სიტყვები ინგლისურ პრესაში ამოვიკითხეთ. ასე დაახასიათეს ჟურნალისტებმა გარეთ საუთგეიტის გუნდის თამაში ბელგიაში. ეს გახლდათ ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ბელგიელებმა 2:0 მოიგეს და ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულით ცხრილის სათავეში მოექცნენ. მათ შემდეგაა 10 ქულიანი დანია, რომელმაც ისლანდიას 2:1 აჯობა. ინგლისის გუნდი...
გამოდი და თქვი: მე წავედი!
„დინამო არენას“ მუშთაიდის პარკის მხრიდან მივადექი, აი, ზუსტად იქიდან, საიდანაც საქართველოს ნაკრების ავტობუსმა სანაპიროდან სტადიონისკენ აუხვია… აი, ზუსტად იქ, სადაც პეტარდების კვამლს ისე დაებურა იქაურობა, კაცი კაცს მეტრში ვერ გაარჩევდა… ამაკანკალა. გამაჟირიალა. წარმოუდგენელი მუხტი იფრქვეოდა… მხოლოდ ამათ გამო უნდა მოიგო… მხოლოდ ამათთვის უნდა გადახნა მოედანი… მხოლოდ ამათთვის… ეს ბიჭები ავტობუსს ვარკეთილიდან მოყვებოდნენ, ვარკეთილიდან დიდუბემდე ხმის...
სინერის კვირა
იტალიელი იანიკ სინერი გახდა პირველი ჩოგბურთელი 2001 წელს და ზემოთ დაბადებულთა შორის, ვინც ATP-ს ტურნირი მოიგო. ATP-ს გამარჯვებულთა შორის სინერი ასევე ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია ბოლო 12 წლის მანძილზე. ბოლო, ვინც ტიტული ახალგაზრდა ასაკში მოიგო იაპონელი კეი ნიშიკორი იყო, რომელმაც ეს 18 წლისამ გაახერხა. 19 წლის სინერმა კი, სოფიაში გამართული ტურნირის ფინალში კანადელ ვაშეკ პოსპიშილს 6:4,...
დიდხანს გვემახსოვრები…
ის, რაც „დინამო არენაზე“ მოხდა, დიდი ხანი არ დაგვავიწყდება. მიზეზი მარტივია – ასეთი შანსი ჩვენ დიდი ხანი აღარ გვექნება და გასახსენებლადაც 2020 წლის 12 ნოემბერი დაგვრჩება. არც თუ კარგ გასახსენებლად… ყველაფერი 1994 წლის 7 სექტემბერს დაიწყო, მოლდოვასთან მატჩი 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის იყო. უიღბლოდ დაიწყო – მოსაგები წავაგეთ და ევროპირველობაზე გასვლის შანსი პირველივე...
მსოფლიო ევროპაზე მეტია
„ესტადიო და ლუჟზე”, რომელიც ლისაბონში მდებარეობს, მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის A დონის მესამე ჯგუფის შეხვედრაში 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა ფეხბურთელმა, რომლისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ — „ჩელსის” ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ. ეს გახლდათ კანტეს მეორე გოლი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. კანტემ პორტუგალიელი მეკარის რუი პატრისიუს მოგერიებულ ბურთს დაამატა, მანამდე...
ჩუმად კოვიდი ჰქონია
ახლაღა გახდა ცნობილი, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს covid 19 მოუხდია. დღეს შუა ნოემბერია, მას კი თურმე სიმპტომები ოქტომბრის ბოლოს მიეძალა. 50 წლის ყოფილი ფეხბურთელი ათდღიან თვითიზოლაციაში ჩაკეტეს და შინიდან მხოლოდ მაშინ გამოუშვეს, როდესაც ტესტის პასუხი უარყოფითი გახდა. ინგლისური პრესა წერს, შიშობდნენ, ვაითუ მისი ასაკის კაცს დაავადება გართულებოდაო (სახიფათო ასაკად ხან ერთს ასახელებენ და...
ერთი შეკითხვა ყველას: რატომ არ გაუშვეს ლორია მეტოქის საჯარიმოში?
მძაფრსიუჟეტიანი ფილმივით ფინალია – ბოლო წუთია, გუნდი მინიმალური სხვაობით აგებს და ჯარიმის უფლებას იღებს… მეკარე მეტოქის საჯარიმოსკენ გარბის, ჩაწოდება და გოოოოლ… რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება მაგრამ, ალბათ სხვაგან და სხვა სტადიონებზე, ოღონდ არა ჩვენთან, არა თბილისში, არა ქუთაისში, არც ბათუმში… ასეთი რამ შეიძლებოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან საბედისწერო თბილისურ ფინალში...









