სერხიო რამოსმა გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში ორთავა კუნთი იტკინა და ახლა „რეალის” სამი თამაშის გამოტოვება მოუწევს. კაპიტანი არ იქნება, „ვილიარეალთან”, „ინტერთან” (ჩემპიონთა ლიგაში) და „ალავესთან”. „ლოს ბლანკოსი” შეეცდება ლიდერი 1 დეკემბრისთვის გამოაჯანმრთელოს. ამ დღეს მადრიდის გუნდს უკრაინაში, დავით ხოჭოლავას „შახტართან” აქვს თამაში. რამოსი ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებთა მატჩის მე-40 წუთზე დაშავდა. იმ შეხვედრაში ესპანეთმა გერმანიას 6:0...
წელი: 2020
ჩხუბი არსენალის ვარჯიშზე
არსენალელებს, დავიდ ლუისსა და დანი სებალოსს თანაგუნდელების წინაშე ბოდიში მოახდევინეს. მიზეზი: წინა კვირაში, ვარჯიშზე, მათ ერთმანეთს ცხვირ-პირი დაუნაყეს. როგორც ამბობენ, ჩხუბის წამომწყებმა ესპანელმა სებალოსმა სავარჯიშო მოედანი სახედასისხლიანებულმა დატოვა. ამბავი ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა. 24 წლის სებალოსი ლუისთან საჩხუბრად პირველი წამომხტარა. ამის დანახვაზე თურმე თანაგუნდელებიც წამოხტნენ და წაკიდებულები გააშველეს, ოღონდ მანამდე მათ ერთმანეთის გვემა მაინც...
მწვრთნელი გუნდის ფსიქოლოგიური მომზადების გამო დაისჯება
ახლა გამოძიება იქნება! ირლანდიის ნაკრების მწვრთნელს სტივენ კენის თავისი ფეხბურთელებისთვის ანტიინგლისური ვიდეო უჩვენებია. ეს ამბავი ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც ინგლისმა და ირლანდიამ „უემბლიზე” ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ინგლისმა 3:0 მოიგო. კენი თამაშის წინ ფეხბურთელების დამუხტვას ცდილობდა, მაგრამ ეტყობა ძველებური აღზრდის კაცია და ვერ გათვალა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებში ანტიინგლისური რიტორიკით შოკს გამოიწვევდა. ასეც მომხდარა, თურმე ფეხბურთელების...
უმედლოდ დაწყებული ევროპა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი გავიდა და უმედლოდ დარჩა. მედლის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი იყო, რომელმაც რუს მიხაელ პულიაევს დამატებით დროში სძლია, შემდეგ რუმინელ ლუკიან ბორს დუმიტრესკუს მოუგო, მეოთხედფინალში, ასევე დამატებით დროში, ფრანგი კილიან ლე ბლოში ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში...
გურულებმა გადარიეს მთელი დუნია…
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ხმაურიანი სიტყვა იქ ითქვა, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდით – ქალთა ფეხბურთში. „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ფინალურ ეტაპზე მოხვდა. გურულებმა საწყის ეტაპზე ხატია ჭყონია დუბლით ყაზახური „ოკჟეტპესკი“ სტუმრად 2:1 დამატებით დროში დაამარცხეს და შემდეგ რუმინეთში, „კლუჟს“ ესტუმრნენ. ლანჩხუთელებმა ახლაც მათი ლიდერის, ჭყონიას ერთადერთი გოლით იმარჯვეს და მოხვდნენ იქ,...
სამი წელი გვარდიოლას
„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი, სამწლიანი კონტრატი გაუფორმა და 2023 წლის ივნისამდე დაიტოვა. შეთანხმების ფინანსური დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ესპანელი მწვრთნელის ხელფასი გაიზარდა. გვარდიოლა უკვე 5 წელიწადია, „სიტის“ წვრთნის. ამ დროის განმავლობაში გუნდი ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ქვეყნის და სამჯერაც ლიგის თასი მოიგო.
ესტონეთი დეპოა
ნერვიულობა აღარაფერ შუაშია. ემოციებისთვისაც აღარ დარჩა ადგილი. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნამუსი მაინც უნდა მოეწმინდა ქომაგების წინაშე, ესტონეთს ვერ მოერია. რაც არის, არის. დავეთანხმები ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანს, ბატონ დავით მუჯირს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ქომაგები ვიღებთ. მერე რა, რომ უეფამ სტადიონზე 20 ათასი ქომაგის შეშვების უფლება მოგვცა, პარლამენტში ლამის ორი ფრაქციის სამყოფმა საფეხბურთო დიასპორამ მთავრობა...
გერმანია ულიდერო გუნდია
ბასტიან შვაინშტაიგერი ხვდება, რომ გერმანიის ნაკრებში ლიდერის პრობლემაა. ARD-ს 36 წლის ექსპერტი და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელებს აკვირდება. ის ცდილობს ვინმეში ისეთი ფიგურა ამოიცნოს, როგირიც რამდენიმე წლის წინ თავად იყო. ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრის (6:0) წინ, შვაინშტაიგერმა იკითხა: „ესპანელებს სერხიო რამოსი ჰყავთ. გერმანიის ნაკრებში ვინ ასრულებს ამ როლს? ვინ აიძულებს მოთამაშეებს მკლავები დაიკაპიწონ?”...
დამნაშავე
„დავიღალე, ამ კლუბში ყველას პრობლემა მე ვარ,” — უპასუხა ელ პრატის აეროპორტში დაბრუნებულმა ლეო მესიმ ჟურნალისტებს, რომელთაც მისგან საგადასახადო საკითხებსა და ანტუან გრიზმანის ბიძის ნათქვამზე სურდათ კომენტარის მოსმენა. გრიზმანის ბიძამ ემანუელ ლოპესმა „კამპ ნოუზე” ფრანგი თავდამსხმელის წარუმატებლობებში არგენტინელი დაადანაშაულა. და კიდევ, გეხსომებათ, რომ რამდენიმე დღით ადრე მესის წინააღმდეგ გრიზმანის ყოფილმა აგენტმა ერიკ ოლასტმაც გაილაშქრა. „ბარსას”...
ტაშკენტის ოქრო – ნაშთი ძველი დიდებისა
სადღეგრძელოები გვიყვარს ქართველებს – გორგასალი რომ გოლიათი იყო… თამარის დროს რვა მილიონი რომ ვიყავით… სააკაძის ხმალი რომ 24 კილოს იწონიდა… ესეც სადღეგრძელოა, მაგრამ მითად ქცეული კი არა, სტატისტიკაში სამუდამოდ დარჩენილი – სსრკ-ის ჩემპიონატს საკავშირო კი ერქვა, მაგრამ თითქმის 30 წელი ქვეყნის საფეხბურთო ოლიმპს მოსკოვურის გარდა არც ერთი გუნდი არ გააკარეს. ნავსი მხოლოდ 1961 წელს გატყდა,...









