ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ხმაურიანი სიტყვა იქ ითქვა, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდით – ქალთა ფეხბურთში.
„ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ფინალურ ეტაპზე მოხვდა.
გურულებმა საწყის ეტაპზე ხატია ჭყონია დუბლით ყაზახური „ოკჟეტპესკი“ სტუმრად 2:1 დამატებით დროში დაამარცხეს და შემდეგ რუმინეთში, „კლუჟს“ ესტუმრნენ. ლანჩხუთელებმა ახლაც მათი ლიდერის, ჭყონიას ერთადერთი გოლით იმარჯვეს და მოხვდნენ იქ, სადაც ვაჟთა ფეხბურთში მოხვედრა საოცნებო გვაქვს.
წესით, „ლანჩხუთი“ ჯგუფურ ეტაპზე უნდა იყოს, მაგრამ კორონავირუსის გამო ფორმატი შეიცვალა. ახლა წინ მეთექვსმეტედფინალებია – ორმატჩიანი დუელები. მეტოქის ვინაობას „ლანჩხუთი“ 24 ნოემბერს შეიტყობს, პირველი რაუნდის შეხვედრები 8-9 და 15-16 დეკემბერს გაიმართება…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
