ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ხმაურიანი სიტყვა იქ ითქვა, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდით – ქალთა ფეხბურთში. „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ფინალურ ეტაპზე მოხვდა. გურულებმა საწყის ეტაპზე ხატია ჭყონია დუბლით ყაზახური „ოკჟეტპესკი“ სტუმრად 2:1 დამატებით დროში დაამარცხეს და შემდეგ რუმინეთში, „კლუჟს“ ესტუმრნენ. ლანჩხუთელებმა ახლაც მათი ლიდერის, ჭყონიას ერთადერთი გოლით იმარჯვეს და მოხვდნენ იქ,...
