გახსოვთ საედ მოლაი? სახელგანთქმული ირანელი ძიუდოისტი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც თავისმა სამშობლომ პოლიტიკურ დევნილად აქცია და ისიც იძულებული გახდა უკანმოუხედავად გაექუსლა. მოლაიმ, ჯერ თავი გერმანიას შეაფარა, შემდეგ კი მონღოლეთს მიაშურა, იქაური პასპორტი აიღო და ამიერიდან საერთაშორისო არენაზე ამ ქვეყნის ღირსებას დაიცავს. მოლაის ამბავი კი იმად გაგვახსენდა, რომ მის კვალს სხვებიც დაადგნენ. ძიუდოს და ზოგადად...
წელი: 2020
პოჩეტინო, არასოდეს დაიგინო
კატალონიური რადიო RAC 1 ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად მაურიციო პოჩეტინოც მოიაზრება. ორი დღის წინ ჩვენვე გაუწყეთ, რომ ამ პოსტზე ფაქტობრივად ერთადერთი კანდიდატი ამჟამად არაბეთში მომუშავე ხავი იყო. საქმე იმაშია, რომ „ბარსას“ ხელმძღვანელობას ხავის დანიშვნა დაუყოვნებლივ სურდა, ის კი მხოლოდ ზაფხულიდან მუშაობის დაწყებაზე არის თანახმა. როგორც ჩანს, ამ ნოყიერ...
ტოჩინოშინის პირველი
იანვრის ტრადიციულ ხაცუ-ბაშოზე მეორე დღის შეხვედრები გაიმართა და პირველ გამარჯვებას მიაღწია ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის მეტოქე ონოსიო იყო, რომელთან აქამდე გამართულ ერთადერთ შეხვედრაში მარცხი ჰქონდა განცდილი. ამჯერად ლევანს კონცენტრაცია წამითაც არ დაუკარგავს და ძალისმიერი მიწოლით განდევნა მეტოქე დოჰიოდან. ხვალ ლევანის მეტოქე რიუდენი იქნება. აქამდე ეს ფალავნები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან ორ შემთხვევაში გამარჯვება ქართველს...
გენიალური კუნი
გვინდა, არ გვინდა, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გადაწყვეტილია – მთავარი ინტრიგა თითქმის მკვდარია. დიახ, ბურთი მრგვალია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ჩვენც მოვლენებს წინ ვუსწრებდეთ, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ფეხი დაუცდეთ და 30 წლის ნანატრი სანუკვარი ჩემპიონობაც ქართან თუ წყალთან ერთად ისევ პეპ გვარდიოლას „სიტის“ გაატანონ, მაგრამ იურგენ კლოპი და მისი...
პაპუნაშვილი დაბლა ჩავიდა
გიორგი პაპუნაშვილმა კლუბი შეიცვალა – „სარაგოსამ“ ქართველი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე „რასინგში“ გაანათხოვრა. საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ლა ლიგა 2-ის ბოლოსწინაადგილოსან გუნდში 30 ივნისამდე ითამაშებს. პაპუნაშვილი „სარაგოსაში” 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს და მას შემდეგ ჩატარებულ 53 მატჩში 13 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. „სარაგოსა“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და...
ცუდი და კარგი ფედე
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში „რეალმა” პენალტებით მოუგო „ატლეტიკოს” და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. პენალტების სერიაში ჯერ ტიბო კურტუამ მოიგერია ტომას პარტეის დარტყმული, შემდეგ კი გამარჯვების გოლი სეხიო რამოსმა შეაგდო. საკუთრივ თამაში 0:0 დასრულდა. ყველაზე ხმაურიანი მომენტი ალბათ 115-ე წუთზე იყო, როდესაც მეკარისკენ ჯიქურ მიმავალ ალვარო მორატას ფედე ვალვერდე თავქუდმოგლეჯილი წამოეწია და უკნიდან კვანტი გამოსდო. ვალვერდე ცხადია...
თვით საფრანგეთი გავარდა, თავის ფაბრეგასიანად!
შვედეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში გრძელდება კაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი. B ჯგუფში, ვენაში, 40 წლის მეკარის მარტინ გალიას შესანიშნავი თამაშით შთაგონებულმა ჩეხეთმა მაკედონიას 27:25 მოუგო და მთავარ რაუნდში გამსვლელ-დამრჩენების საკითხი ღიად დატოვა. მარტინ გალიამ 14 დარტყმა მოიგერია, რაც 38 პროცენტიან ეფექტურობას ნიშნავდა. ამავე შეხვედრაში მაკედონიელმა ვარსკვლავმა კირილ ლაზაროვმა 13 სროლიდან 11 გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც, ევროპის...
იმედია, ძალა დავზოგეთ
ერთადერთი, რითაც ახლა შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ იმის ვარაუდია, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კოსოვოსთან ძალა დაზოგა — მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის III შესარჩევი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადიოდა და ორი ტურის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს გუნდი რუმინეთია. ამდენად, პირველ ადგილზე გასვლის თვალსაზრისით, დღევანდელი შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, 16 იანვარს, ხუთშაბათს კი თბილისში უკვე...
აუტის მეფეები
„ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ ჯოზე მოურინიომ დაიწუწუნა, აუტებისთვის სპეციალურად ვემზადებოდით და მაინც აუტიდან გავუშვითო. მიაქციეთ ყურადღება: აუტების მოწოდებაში კი არა – მოგერიებაში ვარჯიშობდნენ. ამით სეუ ჟოზემაც აღიარა, რომ ლივერპულელთა ხელში აუტები ჯოჯოხეთურ იარაღად იქცა. ახლა კი გაიცანით: ტომას გრონემარკი – „ლივერპულის“ აუტების მწვრთნელი. მის შესახებ კლოპმა მშობლიური „ბილდიდან“ შეიტყო. სტატიაში ეწერა, რომ „გლადბახის“ ახალბედა ანდრეას პოულსენმა...
ზამთრის ყულაბაც გაიხსნა
სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოში ზამთრისა და ზაფხულის სპორტს შორის ცა-დედამიწასავით სხვაობაა. საერთაშორისო შეჯიბრებებში, თოვლსა და ყინულზე ქართველი ათლეტები ისეთი წარმატებით ვერასდროს დაიკვეხნიდნენ, როგორც ტატამზე, საჭიდაო ხალიჩასა და ზაფხულის სხვა ინდივიდუალურ და თუნდაც, სათამაშო სახეობებში. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ზამთარ-ზაფხულის ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული ფორუმია, ქართულ ყულაბაში აქამდე არცერთი...









