კატალონიური რადიო RAC 1 ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად მაურიციო პოჩეტინოც მოიაზრება. ორი დღის წინ ჩვენვე გაუწყეთ, რომ ამ პოსტზე ფაქტობრივად ერთადერთი კანდიდატი ამჟამად არაბეთში მომუშავე ხავი იყო. საქმე იმაშია, რომ „ბარსას“ ხელმძღვანელობას ხავის დანიშვნა დაუყოვნებლივ სურდა, ის კი მხოლოდ ზაფხულიდან მუშაობის დაწყებაზე არის თანახმა.
როგორც ჩანს, ამ ნოყიერ ნიადაგზე იშვა პოჩეტინოს ვარიანტი. სინიორ მაურიციო „ტოტენჰემიდან“ გასული წლის ნოემბერში გამოუშვეს და ჯერაც უსაქმოდაა. კატალონიელი ჟურნალისტების მტკიცებით, მხარეთა წარმომადგენლების პირველი შეხვედრა უკვე შედგა. არადა, პოჩეტინო ბარსელონას „ესპანიოლს“ ქომაგობს და ორიოდე წლის წინ დაიგინასავით – მთელი ცხოვრება არგენტინულ ფერმაში მემუშავოს, თუ ოდესმე „ბარსელონას“ ან „არსენალს“ ჩავუდგე სათავეშიო.
რა ძალა ედგა?!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
