კვირას, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მექა „ლენსდაუნ როუდი“ იდგა, რომელზეც ბორჯღალოსნებს ორჯერ უთამაშიათ, დღეს მშვენიერი „ავივა სთედიუმია“ აღმართული, რომელიც თავისი წინამორბედის დიდებას მხოლოდ უახლოვდება და სადაც საქართველოს ნაკრებს ასევე უთამაშია, ოღონდ – ერთხელ. უთამაშიათ ქართველ ფეხბურთელებსაც… საინტერესო პარალელი...
წელი: 2020
დიეგო – დიდგულა მეფე
დიეგო მარადონას ცხედრის გაკვეთის შედეგად ქვეყნის საუკეთესო პათოლოგანატომების დასკვნა დღეს გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ დიეგოს ფილტვების დაახლოებით 50 პროცენტი დახშული ჰქონდა. გულის ქრონიკულ უკმარისობას დიეგო წლებია უჩიოდა. კიდევ ერთი დიაგნოზი კარდიომიოპათიაა, რაც გულის კამერების დათხელებასა და ზომაში გაზრდას იწვევს. აღმოჩნდა, რომ დიეგოს ნორმალურ ადამიანზე ორჯერ დიდი გული ჰქონია. რაც შეეხება აკრძალულ ნივთიერებებს, მათ შესახებ ინფორმაცია...
ნაკრებში 39 წლის ბრუნდება
შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰოკან შესტრანდი და ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იან ანდერსონი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შესახვედრად მილანში საგანგებოდ ჩაფრინდნენ. შეხვედრის ინიციატორი ანდერსონი გახლდათ, სალაპარაკო თემა კი ფეხბურთელის შვედეთის ნაკრებში დაბრუნება. „ზლატანმა ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რაც შეიძლება მალე შევხვედროდი. მოხარული ვარ, რომ შეხვედრის ორგანიზება ასე სწრაფად მოხდა. მოლაპარაკებებმა ნაყოფიერად ჩაიარა, მაგრამ ჩვენ...
ბარსელონაში ქამრებიც შემოიჭირეს
„ბარსელონამ” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ფეხბურთელები ხელფასების კორექტირებას დაყაბულდნენ. მიზეზი: covid 19-ის პანდემია. კორექტირება „ბარსელონას” ფიქსირებული ხელფასებიდან 122, ხოლო არაფიქსირებულიდან 50 მილიონ ევროს დაუზოგავს. ფეხბურთელები ხელშეკრულებას ამ დღეებში გაუკეთებენ რატიფიკაციას. კლუბი წერს, რომ ეს შეთანხმება „ბარსას” ეკონომიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. „ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხარეები აცნობიერებენ შეთანხმების მნიშვნელობას, რაც მოსალოცი ამბავია” —...
ხელჩანთის გამო გაგდებული
ინგლისში არსებობს კოლინზის ლექსიკონი, სადაც წერია, რომ „ხელჩანთის კეთება” ჟარგონზე ნიშნავს ინციდენტს, რომლის მონაწილე ადამიანები, ხშირად სპორტსმენები, ჩხუბობენ ან ისე იქცევიან, თითქოს სადაცაა ჩხუბი უნდა დაიწყონ, სინამდვილეში კი მოწინააღმდეგისთვის ტკივილის მიყენებას არ აპირებენ. ამ სიტყვამ რატომ დაგვაინტერესა? BBC-დან მოხსნეს წამყვანი, რომელმაც ეთერში ორ ფეხბურთელზე თქვა, ესენი ხელჩანთას აკეთებენო. წამყვანს ჰქვია სტივ „ტომო” ტომპსონი. მას ლინკოლნშირის...
ღიპი ჩვენი ფეხბურთისა
პირწმინდად ჩაგდებულ 3-მატჩეულზე გულშემატკივარმა შენიშნა და მერე საფეხბურთო გადაცემაშიც ითქვა, რომ საქართველოს ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს ჭარბი წონა აქვს. ფეხბურთელებს ფორმა დაუწუნა ვლადიმირ ვაისმაც. ეს პრობლემაა. ოღონდ, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, ეს მხოლოდ ფეხბურთელების პრობლემაა. ფეხბურთელი შეიძლება იყოს ცუდ ფორმაში, თუ სურს, უმთავრესი მატჩის წინა ღამეს, თუგინდ სუფრის თავში მჯდარა. საქმე ის არის, რომ სამატჩოდ...
გადარჩა
ხუთშაბათს ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ორივე ერთობ მნიშვნელოვანი გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით. „დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ტორპედო“ კი ფლეი აუტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს. ამჯერად „კლასიკო“ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. დუბლი მიითვალა ნოდარ ქავთარძემ. ორივე გოლი მან თერთმეტმეტრიანით გაიტანა. კულმინაცია 84-ე წუთზე დადგა, როცა დინამოელთა შეტევისას, საჯარიმოში დავით სხირტლაძეს სტუმარი გიორგი ჯანელიძე შეეჯახა. შედეგად...
მარადონას დაკრძალვამ არეულობით ჩაიარა
დიეგო არმანდო მარადონა ბოლო გზაზე მცირე რაოდენობის ადამიანმა გააცილა. ის ბუენოს აირესის მახლობლად, Bella Vista-ს სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს. პროცესი დახურულ ფორმატში იყო და მასში მონაწილეობა მხოლოდ დიეგოს შინაურებმა და ახლობლებმა მიიღეს. თუმცა, ხალხს, ვისთვისაც მარადონა მართლაც ღმერთი იყო, სასაფალაომდე არ მიუტოვებია. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და უამრავი გულშემატკივარი შეკრიბა, ათასობით ადამიანმა...
ადვოკატი მედიკოსებს უჩივლებს
დიეგო მარადონას გარდაცვალებამ არგენტინა ღრმა ტრაურში ჩააგდო. ახლა, მისი სიკვდილის გარემოებათა გარჩევის დრო არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ დაკრძალვის შემდეგ გაჩნდება კითხვები… ისე, როგორც ყოველთვის და ყველგან ხდება ხოლმე. მარადონას ადვოკატმა მატიას მორლამ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები მის კლიენტთან გვიან მივიდნენ: „დღეს დიდი ტკივილის, სევდისა და ფიქრის დროა....
სენსაციური გოლი და წესიერი კაცი
ჰარი ვინკსს ორ წელიწადზე მეტია გოლი არ გაუტანია და აი, ბედმა გაუღიმა — „სფურზის” მოთამაშემ 50 მეტრიდან შეაგდო. ნახევარმცველმა ბურთი მოედნის კიდესთან „ლუდოგორეცის” ნახევარზე, ცენტრთან ახლოს მიიღო და იქიდან არასწორად მდგარი მეკარე დეიან ილიევის კარში კალათბურთის სამქულიანივით ჩააგდო. ბურთი დამრტყმელისგან მარჯვენა ზედა კუთხეში შევარდა და როგორც ბულგარელები, ასევე თავად ლონდონელები პირდაღებულები დატოვა. სენსაციურ გოლამდე, „ლუდოგორეცის”...









