დიეგო არმანდო მარადონა ბოლო გზაზე მცირე რაოდენობის ადამიანმა გააცილა. ის ბუენოს აირესის მახლობლად, Bella Vista-ს სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს. პროცესი დახურულ ფორმატში იყო და მასში მონაწილეობა მხოლოდ დიეგოს შინაურებმა და ახლობლებმა მიიღეს.
თუმცა, ხალხს, ვისთვისაც მარადონა მართლაც ღმერთი იყო, სასაფალაომდე არ მიუტოვებია. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და უამრავი გულშემატკივარი შეკრიბა, ათასობით ადამიანმა მისი კუბო სასაფლაომდე მიაცილა.
მაგრამ ეს ყველამ ვერ მოახერხა. მარადონას გამოსათხოვარ ცერემონიას მასობრივი არეულობები მოჰყვა. სამოქალაქო პანაშვიდზე მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, მათმა დიდმა ნაწილმა კი, ცერემონიაზე მოხვედრა ვერ შეძლო. სამოქალაქო პანაშვიდი გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მასობრივ შეტაკებაში გადაიზარდა.
სპეცრაზმის თანამშრომლები გულშემატკივრებს წესრიგისკენ მოუწოდებდნენ და მათ უკან გაწევას ცდილობდნენ, თუმცა ხალხის ტალღას ვერაფერი მოუხერხეს და ქომაგების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინის ხელისუფლებამ სამდღიანი საერთო-სახალხო გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშა დაუშვეს.








ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
