პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერის, „პორტუს“ ფეხბურთელები 25-ე ტურის მატჩში, „ფამალიკაოს“ წინააღმდეგ, მაისურებზე საგანგებო წარწერებით გამოვიდნენ, რომლებზეც ექიმებისადმი მიძღვნილი მადლობა ეწერა. ზურგზე მათ სპონსორის, პორტუგალიური ლუდსახარშის, Super Bock-ის ნაცვლად Super Doc ეწერათ. ასევე მაისურებს ექიმების ხელმოწერები ამშვენებდა. ეს პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი დღის მატჩი გახდათ ბოლო სამი თვის შემდეგ. მიზეზი კორონავირუსის მიზეზით გაჩენილი პაუზა იყო. სხვათა შორის, „პორტუ“...
წელი: 2020
ჩელსი და სადილი გორგოლაჭებზე
სეზონის განახლებას ღონივრად რომ შეხვდნენ, „ჩელსი” თავის ფეხბურთელებს თავად კვებავს — გორგოლაჭებზე სადილს ჩამოუტარებს ხოლმე. დასავლეთლონდონელებს ასეთი გადაწყვეტილებისკენ იმანაც უბიძგა, რომ ბრიტანეთში სოციალური დისტანცირების წესი ფეხბურთის გუნდებს სასადილოებში თავშეყრას უკრძალავს. covid 19-გან თავის დასაცავად, ცოტა ხნის წინ, პრემიერლიგამ, კლუბებს სავალდებულო ტესტების რაოდენობა 40-დან 60-მდე გაუზარდა. ამრიგად, სანამ „ლურჯების” თავკაცი ფრენკ ლემპარდი და მისი ფეხბურთელები ვარჯიშით...
გახადეს
კომპანია аdidas-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ იოზილს სპონსორული ხელშეკრულება აღარ გაუგრძელოს. მიზეზი არასპორტულია – კომპანია შეშფოთებულია ფეხბურთელის იმიჯით, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანთან ახლო ურთიერთობასაც მოიცავს. იოზილმა аdidas-თან კონტრაქტი 2013 წელს გააფორმა და მაშინ თანამშრომლობა Nike-თან გაწყვიტა. გერმანულ ბრენდთან 7-წლიანი კონტრაქტის მანძილზე იოზილმა 24 მილიონი ევროთი შეივსო ჯიბე. შეგახსენებთ, 2013 წელსვე იოზილი...
ევროპული ოლიმპიზმი უთავოდ დარჩა
78 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი. ის ევროპის ოლიმპიური მოძრაობის ლიდერად 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს. იქამდე EOC-ს პატრიკ ჰიკი ხელმძღვანელობდა, ვინც რიოს ოლიმპიური თამაშებისას ბილეთების უკანონოდ გაყიდვაში ამხილეს. იანეზ კოჩიანჩიჩი 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სლოვენიის ოლიმპიურ კომიტეტს, არჩეული იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად. „იანეზ კოჩიანჩიჩი იყო...
ქომაგს აპროცენტებენ
ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩემპიონატი განახლდა. მართალია, ჯერ უმაყურებლოდ, მაგრამ გულშემატკივარს იმედი აქვთ, მალე დაუბრუნდებიან ტრიბუნებს, თუმც, აგერ, ჩეხეთში „პრჟიბრჟამი“ – „სლავიას“ (0:1) შეხვედრას ის 300 მაყურებელი ესწრებოდა, რომელებიც აბონემენტბით სარგებლობენ. გულშემატკივარი მთელი მატჩის განმავლობაში ემოციურად უჭერდნენ მხარს საკუთარ გუნდს, რომელიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება ტრიბუნებზე მაყურებლების დასწრება და ალბათ, საინტერესო უნდა...
გაზას ძველი ამბავი
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, ქარიზმატული და გადარეული პოლ გასკოინი, ამბობს, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისდროინდელი პერიოდი მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა. მაშინ ნახევარფინალში ინგლისელები გერმანელებმა გამოაგდეს და მატჩის შემდეგ ცხარე ცრემლით მტირალი გაზა მთელმა მსოფლიომ იხილა. მიუხედავად ამისა, გასკოინი ამტკიცებს, რომ ასეთი კარგი ატმოსფერო მას სხვაგან არასოდეს უნახავს. „ეს საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. თვითმფრინავში ჩასხდომიდან დაწყებული,...
სად წაიყვან სადაურსა
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” 2009 წლის ზაფხულში გადავიდა. „ლოს ბლანკოსის” შემადგენლობაში პირველი თამაში მან 20 ივლისს, დუბლინში, „შემროკ როვერსის” წინააღმდეგ ითამაშა, მავანმა ჟურნალისტებმა კი ამ მოცალეობის ჟამს გადაწყვიტეს მისი იმდღევანდელი თანაგუნდელები მოეძიებინათ. ირჟი დუდეკი (მეკარე) — პოლონელმა 2005 წელს „ლივერპულისა” და „მილანის” ლეგენდარულ ფინალში პენალტები მოიგერია და მერსისაიდური გუნდის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. 2007...
ფიფა ასეც მკაცრია და მართალი!
ესეც ფიფა! თან თავისივე კანონი დაარღვია, თანაც მართალი თქვა. ჯანი ინფანტინომ, ის, რასაც ბუნდესლიგაში ფეხბურთელები აკეთებენ დასჯის კი არა აღფრთოვანების საგანიაო. ლაპარაკია, ამერიკის შეერთებულ შტატებიში პოლიციელის მიერ მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასა და ფეხბურთელების პროტესტზე. არადა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ყოველთვის მკაცრი და მრისხანე იყო — ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს ამჟღავნებდნენ, სჯიდა. სპორტი სპორტისთვისო! –...
ევროლიგას სპონსორი გაუფრინდა
ევროპის ყველა პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირი სპონსორის გარეშე დარჩა. ევროლიგა და ერთ-ერთი მძლავრი ავიაკომპანია Turkish Airlines აღარ ითანამშროლებენ. ახლა ევროლიგის ხელმძღვანელობას ახალი სპონსორის მოძებნა მოუწევს. არადა, ადრე ევროლიგის პრეზიდენტმა ჟორდი ბერთომეუმ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Turkish Airlines-თან ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებდნენ, მაგრამ… ევროლიგა და Turkish Airlines 10 წელი თანამშრომლობდნენ. აქვე ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ბევრ საკალათბურთო გუნდს...
უეფა რვაზე გადავიდა
უეფა ევროთასების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია უსწრაფესად იცვლება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის სტამბოლური ფინალის ნაცვლად, გერმანიაში „ოთხთა ფინალი“ გაიმართებოდა. ახლა კი ესპანური მედია ავრცელებს ცნობას, რომ უეფა სხვა გადაწყვეტილების მიღებასთან არის ახლოს – ითქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის დასკვნითი ეტაპები ლისაბონში გაიმართება. ფორმატი კი იგივე რჩება რაც ბოლოს...









