უეფა რვაზე გადავიდა

Home აქეთურ-იქითური უეფა რვაზე გადავიდა
უეფა რვაზე გადავიდა

UEFA warns associations about calling off leagues: Would be ...უეფა ევროთასების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია უსწრაფესად იცვლება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის სტამბოლური ფინალის ნაცვლად, გერმანიაში „ოთხთა ფინალი“ გაიმართებოდა.

ახლა კი ესპანური მედია ავრცელებს ცნობას, რომ უეფა სხვა გადაწყვეტილების მიღებასთან არის ახლოს – ითქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის დასკვნითი ეტაპები ლისაბონში გაიმართება.

ფორმატი კი იგივე რჩება რაც ბოლოს გაჟღერდა: ორივე ტურნირზე გუნდები დარჩენილ მერვედფინალებს ჩაამთავრებენ, მეოთხედფინალები ორმატჩიანის ნაცვლად ერთმატჩიანი იქნება, მერე კი, გუნდები ლისაბონში გადაინაცვლებენ, სადაც, ფაქტობრივად, „ოთხთა ფინალის“ ნაცვლად, „რვათა ფინალი“ გაიმართება.

უეფა ამ ვარიანტს ყველაზე მეტად ემხრობა, მაგრამ ასევე განიხილება მიუნხენსა და მადრიდში შეკრების ამბებიც. საბოლოო პასუხს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 17 ივნისს იტყვის.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...