უეფა ევროთასების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია უსწრაფესად იცვლება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის სტამბოლური ფინალის ნაცვლად, გერმანიაში „ოთხთა ფინალი“ გაიმართებოდა. ახლა კი ესპანური მედია ავრცელებს ცნობას, რომ უეფა სხვა გადაწყვეტილების მიღებასთან არის ახლოს – ითქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის დასკვნითი ეტაპები ლისაბონში გაიმართება. ფორმატი კი იგივე რჩება რაც ბოლოს...
