შედგა წილისყრა. მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის კარი უკვე ჩაირაზა. არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფიდან გავა. აქ სხვა ამოცანაა გადასაჭრელი, უფრო რთული.
ესპანეთი და შვედეთი ჯგუფის უპირობო ფავორიტები არიან. ჩვენს ნაკრებს თუ რამე პრეტენზია აქვს, მათთან ფეხბურთი უნდა ითამაშოს და თუ ფეხბურთთან ერთად, შედეგიც დადებითი იქნება, ალალი იყოს…
დაგვრჩა საბერძნეთი და კოსოვო. ამ გუნდებთან ჭიდაობა უფრო რთული იქნება, ვიდრე – ჯგუფიდან გასვლა.
საბერძნეთი: კერკეტი კაკალი, საშუალო დონის გუნდი, რომელიც ხან ელიტისკენ იცქირება და ამ საუკუნეში ევროპის ჩემპიონობაც მოასწრო, ხანაც რეგრესი ეწყებათ, როგორც ახლაა, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს, დიდხანს არ გრძელდება. საქართველოს დონის მეტოქესთან რთულად სათამაშო გუნდია. შანსები არის, გამოყენება უნდა…
კოსოვო: დაახლოებით საქართველოს დონის გუნდი, მაგრამ მზარდი. ის, რაც ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ, დაგვასწრეს. აქვთ ჩატარებული რამდენიმე ხმაურიანი მატჩი. ძნელი თამაში იქნება სტუმრად. შანსები არის, გამოყენება უნდა…
მიზანი: ფეხბურთი და ბრძოლა მესამე ადგილისთვის. შანსები მცირე. თუ მეტს შეძლებთ, ერთხელაც დავძინოთ, ალალი იყოს…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
