ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან ახალი და ხანგრძლივი კონტრაქტის გაგრძელებაზე არ ფიქრობს. მოქმედი ხელშეკრულებით 21 წლის ფეხბურთელს პარიზელებთან ურთიერთობა 2022 წლამდე აკავშირებს. კლუბში კი ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და გაგრძელებას სთავაზობენ. პრობლემად რჩება თავად მბაპეს პოზიცია, რომელიც ფიქრობს, თუ ხელშეკრულებას გააგრძელებს, მომავალში გუნდის შესაძლო გამოცვლა გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-ში 2017…
„ბარსელონასა“ და „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი, კამერუნის ნაკრების ბომბარდირი, სამუელ ეტოო პოპულარული ფრანგული ჟურნალის, France Football-ის არჩევანით უკმაყოფილოა. საქმე ის არის, რომ France Football-მა ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების სია პოზიციების მიხედვით გამოაქვეყნა. თავდასხმა სამ ნაწილად გაიყო – მარცხენა, მარჯვენა და ცენტრალური. ეტოო პრეტენდენტთა შორის მარჯვენა ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც გახდა კიდეც ფეხბურთელის უკმაყოფილების მიზეზი. „მადლობა, მაგრამ ფლანგზე…
უეფა ბოლო პერიოდში ახალი და ნოვატორული საქმეებით არის დაკავებული. თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 2024-2025 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს შემოგვთავაზებს. უეფა მზადაა ტურნირის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 36-მდე გაზრდა განიხილოს. გეგმის 2 ვერსია არსებობს: 6 ჯგუფში 36 გუნდი გადანაწილდება და მიმოსვლითი სისტემით 10 მატჩს ჩაატარებს; ყოველი გუნდი 10 შეხვედრას…
„რაგბი ევროპის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 1 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ უნდა გამართულიყო, კიდევ ერთხელ გადაიდო. „ევროპაში COVID-19-ის პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ, „რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა, 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადადება“, – ნათქვამია ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის…
ხვალ, ოთხშაბათს, „ბარსელონას” ფეხბურთელები მოლაპარაკებებს არ დაესწრებიან, არადა ნათქვამი იყო, რომ უნდა შეკრებილიყვნენ კლუბის წარმომადგენელი, მშრომელთა კომიტეტი და პირველი გუნდის წევრები. კლუბი აპირებს წამოჭრას ხელფასების შემცირების საკითხი, რადგან 2020-21 წლების სეზონში მოსალოდნელია შემოსავლის შემცირება. როგორც წინასწარ გახდა ცნობილი, შესამცირებელი თანხა 170 მილიონი ევროს ტოლია. კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა” შეიტყო, თუ რატომ არ დაესწრებიან მოლაპარაკებას ფეხბურთელები. უპირველეს…
ანხელ დი მარია „კიოლნში”? ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, ეს ტრანსფერი კინაღამ შედგა. „შპორტ ბილდი” კი 66 წლის კრისტოფ დაუმის ავტობიოგრაფიულ წიგნს ეყრდნობა. წიგნს ჰქვია „მუდამ ზღვარზე”. საქმე ეხება 2007 წლის დასაწყისს, როდესაც არგენტინელი ვარსკვლავი ჯერაც 18 წლის იყო და დაუმს მისი რაინლანდზე გადაყვანა უნდოდა. დაუმს სკაუტინგ-ტური ჰქონია, ახალ ფეხბურთელებს ეძებდა და…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes