ესპანელი ჩოგბურთელი პაბლო კარენო-ბუსტა US OPEN-ის ნახევარფინალშია და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. მეოთხედფინალში ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა დენის შაპოვალოვთან და ხუთსეტიან ჩოგნაობაში დაამარცხა – 3:6, 7:6, 7:6, 0:6, 6:3. თუმცა, მისი მეოთხედფინალში გასვლაც კი, იღბალზე იყო დამოკიდებული. როგორც იცით, შაპოვალოვთან თამაშის უფლება თითქმის უბრძოლველად მოიპოვა – მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირიდან დისკვალიფიცირებული იქნა. სერბმა სპორტსმენმა...
გმადლობთ, დავით !
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა გამარჯობა! დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის! მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა...
ლებრონი ფლეი ოფში საუკეთესოა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ფლეი ოფში ფენომენალურ მატჩებს ატარებს. კალიფორნიულმა გუნდმა დასავალეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე მატჩში 112:102 დაამარცხა „ჰიუსტონ როკეტსი“, „მეფე ჯეიმსმა“ კი 36 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 4 დაფარება მიითვალა და ლიგის რამდენიმე რეკორდი მოხსნა. ლებრონმა ფლეი ოფში 162-ე მატჩი მოიგო და ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მანამდე ჯეიმსს პირველობა დერეკ ფიშერთან...
კუმანის საყიდლების სია
„ბარსელონამ” მთავარი საკითხი გადაწყვიტა — ლეო მესი რჩება. ახლა, რონალდ კუმანმა არგენტინელს დანარჩენი გუნდი უნდა შემოუწყოს. როგორც ჩანს, ერთი რამ ცხადია: ჰოლანდიელის მიერ ჩამოწერილი საყიდლების სიის თავში ცენტრალური თავდამსხმელი და ცენტრალური მცველი წერია. „მარკას” ინფორმაციით, „ბარსას” „ინტერისგან” 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შეძენა სურს. თავად ფეხბურთელიც არ მალავს, რომ კატალონიურ კლუბში უნდა გადაბარგება. პრობლემად...
ასი, ასლამაზი!
კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრების მაისურით მეასე და ასმეერთე გოლები გაიტანა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ შეასრულა მან ეს — პორტუგალიელმა შვედეთში ორი წარმოდგენა დადგა. პორტუგალიამ მასპინძლები დაამარცხა 2:0. ახლა, კრიშტიანუ და მისი ეროვნული გუნდი ერთა ლიგის A ლიგის მესამე ჯგუფს ფრანგებთან ერთად ლიდერობენ. ამ ორ ნაკრებს 6 ქულა აქვს. 35 წლის და მაინც ფენომენალური რონალდუ...
გოლმა საქართველოს უარი უთხრა
ვერ მოიგო საქართველოს ნაკრებმა მოსაგები თამაში… ცუდი იყო შედეგი, რამაც ჩვენს გუნდს ჯგუფის მოგების შანსი შეუმცირა; ცუდი იყო „დინამო არენა“, რომელმაც საათნახევრიან წვიმას ვერ გაუძლო; ცუდი იყო ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილება, რომელმაც ესტონეთის შემდეგ მაკედონიასთან სასტარტოში ვერცერთი შეცვლა ვერ გამოიცნო. სამივე ფეხბურთელი აშკარად ამოვარდნილი ჩანდა გუნდიდან. კარგი იყო ჯაბა კანკავა – ნაკრების ყველაზე უფროსი ფეხბურთელი ყველაზე...
რეალის პირველი საჩემპიონო
პირველად საკუთარ ისტორიაში მადრიდის „რეალი“ ახალ საფეხბურთო სეზონში საჩემპიონო ემბლემებით ითამაშებს. საქმე იმაშია, რომ ლა ლიგამ საჩემპიონო ემბლემები 2018 წელს დააწესა და მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ეს პატივი „ბარსელონას“ ჰქონდა. ახალი განმასხვავებელი ნიშნებით ზინედინ ზიდანის გუნდი პირველ შეხვედრას 20 სექტემბერს სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადთან“ გამართავს.
სერენას პრეტენზიები
„დიდი მუზარადის“ 23-გზის გამარჯვებული, ამერიკელი სერენა უილიამსი უკვე „როლან გაროსისთვის“ ემზადება. ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, რომ საფრანგეთში ტურნირს მაყურებელი დაესწროს, მაგრამ სერენა ამის წინააღმდეგია. მიზეზი ის არის, რომ ჩოგბურთელებმა მათთვის განკუთვნილ და გამოყოფილ სასტუმროებში უნდა იცხოვრონ. „იმედი მქონდა, რომ ტურნირის დროს პარიზში საკუთარ სახლში ვიცხოვრებდი, მაგრამ კარგად მესმის ორგანიზატორების. ეს იოლი არ არის. ყველა ქვეყანა ცდილობს...
კატასტროფა
საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა კილიან მბაპემ 7 სექტემბრის დილით კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, მერე კი ეროვნული გუნდის ვარჯიშზე გაემგზავრა. შედეგი მხოლოდ საღამოს გახდა ცნობილი: მბაპეს პირველი ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ეს კლუბისთვის ნამდვილი კატასტროფაა. შეგახსენებთ, რომ აქამდე კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარეს მისმა თანაგუნდელებმა ნეიმარმა, ანხელ დი მარიამ, მაურო იკარდიმ, ლეანდრო პერედესმა, კეილორ ნავასმა და მარკინიოსმა. კილიან მბაპე...
ვაქცინამდე ტელევიზორთან
ესპანეთში გულშემატკივრებს მინიმუმ გაზაფხულამდე უფეხბურთოდ ყოფნა მოუწევთ. საქმე ის არის, რომ ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, ვიდრე კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლებას არ მივცემთო. „იმისათვის, რომ მაყურებლები სტადიონებზე მატჩებზე დავუშვათ, ჩვენ ვაქცინა გვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იანვარში ან თებერვალში მოხდება. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ ვაქცინა ზამთარში ხელმისაწვდონი იქნება“,...









