საფრანგეთის ჩემპიონატის სასტარტო მატჩზე ლანსში პსჟ ნეიმარის, მბაპეს და კიდევ ხუთი სუპერვარსკვლავის გარეშე ჩავიდა. მიზეზი, მოგეხსენებათ, კორონავირუსია, რომელსაც უმრავლესობა იბიცაზე ნებივრობისას გადაეყარა. ამის მიუხედავად და თუნდაც დარჩენილი რესურსიდან გამომდინარე, პარიზელებს ქულა მაინც უნდა წაეღოთ. „ლანსის“ დამრიგებელ ფრანკ ესს ველოსიპედი ხელახლა არ გამოუგონია – მკაცრი თამაში დაცვაში და კლასიკური ფლანგური ჩაწოდებები თავდასხმაში. ერთ-ერთი ასეთი ჩაწოდებისას პსჟ-ის...
გავა ოსაკა აზარენკასთან?
US OPEN-ის ფინალში ერთმანეთს იაპონელი ნაომი ოსაკა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა შეხვდებიან. თუმცა, ჩატარდება კი ფინალი? ეჭვს ვერ შეიტანდით, რომ არა ორი კვირის წინანდელი ფაქტი. საქმე ის არის, რომ ოსაკა და აზარენკა ცინცინატის მასტერსის ფინალშიც გავიდნენ. ერთმანეთში 29 აგვისტოს უნდა ეჩოგნავათ, მაგრამ იაპონელი ტრავმის გამო სათამაშოდ არ გავიდა. აზარენკამ კი, ოთხწლიანი შევენების შემდეგ პირველი დიდი...
წლის ამბავი: დეკრეტიდან ფინალში
წლის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა სერიოზულ წარმატებას მიაღწევსო, თავადაც არ დაიჯერებდა. დეკრეტიდან 2017 წელს დაბრუნებული ჩოგბურთელი დიდი შედეგებით ვერ დაიკვეხნიდა და თავადაც არაერთხელ დაფიქრდა კარიერის დასრულებაზე, მაგრამ: „წასვლა მინდოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ სპორტისთვის მაქსიმუმი არ გამეღო. წასვლა კი მაშინ შეიძლება, როცა ხვდები, რომ ბოლომდე დაიხარჯე“ – ამბობს ვიქტორია. ცინცინატიში აზარენკამ ჯერ 2016...
ბარსას არჩევნების თარიღიც ვიცით
„ბარსელონას” დირექტორთა საბჭო მთელდღიანი თათბირის შემდეგ ოთახიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით გამოვიდა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გადაწყდა კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი: 2021 წლის 20 და 21 მარტი. „ბარსელონამ” განცხადება გაავრცელა: „ჯანმრთელობის საყოველთაო ინტერესებიდან და ყველა ხმოსანისთვის ხელის შეწყობის სურვილიდან გამომდინარე, კლუბის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ არჩევნები ჩატარდება მთელი უქმეების განმავლობაში, ის მოიცავს ბევრ ადგილს მთელ ტერიტორიაზე და...
ტრამპს პოპულარობის შეეშინდა
„მანჩესტერ იუნაიტედში” მეისონ გრინვუდს რამდენიმე დღის განმავლობაში მარტო ვარჯიში დაუწესეს. ასეთი იყო პირველი დღე, როდესაც 18 წლის თავდამსხმელი ნაკრების ბანაკში თავს გადახდენილი სკანდალური ამბის შემდეგ ქერინგტონის ბაზაზე დაბრუნდა. მეტიც, გრინვუდს უთხრეს, რომ სავარჯიშოდ მას მერე უნდა იაროს, რაც ოლე გუნარ სულშერი და გუნდი ბაზას დატოვებენ. შეგახსენებთ, რომ გრინვუდი და მისი მეგობარი „მანჩესტერ სიტიდან” ფილ ფოდენი...
ალაბას მადა: 125 მილიონი
ახლა კი გასაგებია, რატომ ვერ პოულობს საერთო ენას მიუნხენის „ბაიერნი“ მცველ დავიდ ალაბასთან. ფეხბურთელი და მისი აგენტი პინი ზაჰავი 5-წლიან კონტრაქტს და ჯამში 125 მილიონ ევროს ითხოვენ. 28 წლის ავსტრიელის კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდეა ძალაში. თუ „რეკორდმაისტერიდან“ წასვლა მოუწევს, ალაბას ესპანეთში ბურთაობა სურს, თუმცა ფინანსური კრიზისის პირობებში მისი მადის დაკმაყოფილებას ესპანური გრანდებიც კი ვერ შეძლებენ....
გიხაროდენ, საქართველო რვა ერშია !!!
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს რვა ერის, იგივე „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანხმად, ბორჯღალოსნები პირველ ტურში ინგლისს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ 14 ნოემბერს ერკინებიან. ექვსი ერის ხელმძღვანელობამ, როგორც იქნა, ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ქართველ მორაგბეთა მრავალი თაობა...
ოღონდ ბეილი მოგვაშორეთ
მადრიდის „რეალი“ მზად არის, ყოველმხრივ კომფორტული პირობები შეუქმნას კლუბს, რომელიც გარეთ ბეილს წაიყვანს. ფეხბურთელის კონფლიქტი ზინედინ ზიდანთან იმ ფაზაშია, რომ შემდგომი თანამშრომლობა გამორიცხულია. ამას უელსელიც ხვდება და ფეხბურთზე მეტად გოლფით ირთობს თავს. ბეილის კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდის, მისი ასტრონომიული ხელფასი კი კლუბს ტვირთად აწევს. ჰოდა, „რეალი“ მზად არის, ბეილს ხელფასის ნახევარი უხადოს, თუკი ვინმე...
ფლიკის საფიქრალი და იმედი
ხვალ „ბაიერნი” ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას და მისმა 55 წლის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლეროი სანეზე თქვა, იმედი მაქვს, 90 წუთის განმავლობაში ჩვენთანაც ისევე შეძლებს თამაშს, როგორც გერმანიის ნაკრებში, ერთა ლიგის შეხვედრებში, ესპანეთსა და შვეიცარიასთან ითამაშაო. სანე „ბაიერნმა” „მანჩესტერ სიტისგან” 45 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ შედეგების მიხედვით თანხა შეიძლება 60 მილიონამდე გაებეროს. 24 წლის გარემარბს უპირველეს...
ჯაბა – როცა საქართველოს სჭირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი შეხვედრა მნახველმა ნახა, დამწერმა დაწერა და მკითხველმა წაიკითხა. ეს სულ სხვა თემაა. ახლა ერთ კონკრეტულ კაცზე მინდა ვთქვა. ჯაბა კანკავაზე. მქონდა ბედნიერება, მაშინ გამეცნო, ახალგაზრდულ ნაკრებში რომ თამაშობდა 19 წლისა. მასზე ერთი-ორი წლით უფროსების ფონზე მაშინვე გამოირჩეოდა – სიტყვაძუნწი, უპრეტენზიო, წესიერი და ფუტკარივით მშრომელი კაცი. ჰო, ჯაბა 19 წლისა უკვე...









