ქართველები და მაკედონიელები აქამდე კალათბურთში არკვევდნენ ურთიერთობას, სულ გადამწყვეტი თამაშები გამოდიოდა ხოლმე, დრამატული და ბოლო წამებზე გამრკვევი… ახლა ფეხბურთის დრო მოვიდა. გარდა იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ახლა ერთა ლიგაზეა მეტოქე, ასევე პოტენციური მეტოქეა ევრო 2020-ზე გამსვლელ ფინალშიც. ოღონდ იქამდე თუ საქართველომ ბელარუსი გამოთიშა და მაკედონიელები კოსოვოს გაივლიან… ასე რომ, ამ შემოდგომაზე შესაძლოა, სამი ურთიერთშეხვედრაც შედგეს....
უკრაინიდან საქართველომდე
ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად გამოაცხადა ცენტრალური მცველის ანდრო გიორგაძის ტრანსფერის შესახებ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი 24 წლისაა და 2018 წლიდან უკრაინაში ბურთაობდა. თავდაპირველად პოლტავის „ვორსკლას“ ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონში კი ლვოვის „კარპატის“ მაისურით სულ 6-ჯერ გავიდა მოედანზე. ანდრო გიორგაძე ქუთურებისთვის ჩინებული შენაძენია და, იმედია, დაცვის ხაზსაც სერიოზულად გააძლიერებს.
იტალია ნიდერლანდებზე უფრო ნიდერლანდები გამოდგა
ერთა ლიგის A ლიგის პირველ ჯგუფში ნიდერლანდებმა იტალიას უმასპინძლეს და 0:1 წააგეს. გოლი 45+1 წუთზე ორივე გუნდში ყველაზე დაბალმა კაცმა ნიკო ბარელამ თავურით გაიტანა. პასი ჩირო იმობილემ ჩააწოდა. ნიდერლანდელთა თავკაცმა დუაიტ ლოდევეგესმა მეტოქე შეაქო. მან თქვა: „ჩვენ დავმარცხდით ძლიერ გუნდთან, რომელიც ცდილობდა მოედანზე იგივე ეკეთებინა, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდოდა და ეს გაცილებით უკეთ გამოსდიოდა”. ამავე...
ინგლისელი კოვიდიოტების რაოდენობა იზრდება
ფილ ფოდენი და მეისონ გრინვუდი ინგლისის ნაკრების შემდეგ ოთხ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ. ისინი დასაჯეს. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ვარსკვლავები გარეთ საუთგეიტის ბანაკიდან დაიფრინეს და ისინი უკვე ინგლისში არიან. ფოდენმა და გრინვუდმა ისლანდიაში კარანტინის წესები დაარღვიეს და სასტუმროში გოგოები მიიყვანეს. „გულუბრყვილო ბიჭები”, რომელთაც 24 საათით ადრე რეიკიავიკში, ერთა ლიგის უღიმღამო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა...
ესპანეთში 6 მილიონს ითხოვს, იტალიაში 6 მილიონი შეათანხმა…
ესპანური „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბისგან კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 6 მილიონ ევროს ითხოვს. კლუბი თანახმაა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უფასოდ გაუშვას 33 წლის ნახევარმცველი, რომლის კონტრაქტიც 2021 წლის ივნისში იწურება. ბარსელონელები კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ. ვიდალს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ დეკემბერში გაუფუჭდა, როცა კატეგორიულად ითხოვდა ბონუსის სახით 2,5 მილიონი ევროს გადახდას. ამბობენ,...
ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე
ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე… უფრო ცუდი მოსაგონარი თამაში, რას ვიზამ, არ მახსენდება. ზუსტად 26 წლის წინ, 1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა შინ მოლდოვასთან 0:1 წააგო. თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა ტრიბუნებზე თამაშამდე – ზეიმი, ლამაზი ფეხბურთისა და მოგების მოლოდინი; თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა თამაშისას – გინება, ნერვიულობა; და თვალწინ მიდგას ბოლოს, მეორე იარუსიდან ჩასვლის მომენტი...
ოფიციალურად: კორონა სიტიში
მანჩესტერ სიტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცველმა ემერიკ ლაპორტმა და ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხები მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის თანახმად, ორივე თვითიზოლაციაშია გადასული. ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძირითადი გუნდის ორი წევრის გამოკლება გვარდიოლას სერიოზულ პრობლემას უქმნის. „სიტის“ ხომ უკვე 21 სექტემბერს პრემიერლიგის პირველ ტურში „ვულვზთან“ უწევს სტუმრობა.
რეკორდსმენი რამოსი
ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. საუბარია მცველებზე… რამოსმა უკრაინის ნაკრებთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. შედეგად, ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობა 23-მდე გაზარდა და არგენტინელ დანიელ პასარელას (22 გოლი) გადაასწრო. გარდა ამისა, რამოსი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში გატანილი გოლებით მერვე ადგილზე – მცველი ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს დაეწია. მის წინ არიან...
ვისი სული გსურთ?
ტურინის „იუვენტუსს“ სეზონის დაწყებამდე თავდასხმის გასაძლიერებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. „ბარსელონადან“ ლუის სუარესის ტრანსფერი ჯერ ისევ თეორიაა და იტალიელები მადრიდის „ატლეტიკოს“ მიადგნენ. მათი სამიზნე ალვარო მორატაა, რომელიც „ბიანკონერის“ შემადგენლობაში 2014-2016 წლებში უკვე ბურთაობდა. ესპანური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ სულ მცირე 80 მილიონ ევროს ითხოვს. „იუვენტუსი“ კი სხვა ვარიანტს სთავაზობს: თქვენი თავდამსხმელის სანაცვლოდ ჩვენი სამი ნახევარმცველიდან...
ჯოკოვიჩი ამერიკიდან გაუშვეს
US open-ზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უკანასკნელი მოჰიკანი იყო იმ დიდი ბიჭებიდან, ვისაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოგებული ჰქონდა. წუხელ კი ნოლე ტურნირს დაემშვიდობა და გამოვიდა, რომ ჯილდოს ვინმე პირველად მიიღებს. და არ იკითხავთ როგორ გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირს მეოთხე წრეში? არასპორტული ქცევის გამო ჯოკოვიჩმა დისკვალიფიკაცია მიიღო. ასეთი სასჯელი კი, მას მერე დაიმსახურა, რაც ბურთი მსაჯისკენ...









