ესპანური „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბისგან კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 6 მილიონ ევროს ითხოვს.კლუბი თანახმაა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უფასოდ გაუშვას 33 წლის ნახევარმცველი, რომლის კონტრაქტიც 2021 წლის ივნისში იწურება. ბარსელონელები კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ.
ვიდალს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ დეკემბერში გაუფუჭდა, როცა კატეგორიულად ითხოვდა ბონუსის სახით 2,5 მილიონი ევროს გადახდას. ამბობენ, რომ მისი გაშვების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა.
არავინ იცის, როგორ დასრულდება დავა, ვიდალმა კი უკვე შეათანხმა 2+1 წლიანი კონტრაქტი მილანის „ინტერთან“ და წლიურ 6 მილიონ ევროს მიიღებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
