ინგლისურ ჟურნალ Soccerbible-თვის მიცემულ ინტერვიუში ჯეიდონ სანჩომ თქვა, რატომ იგვიანებს ხოლმე ვარჯიშზე და ვინ არიან მისი საყვარელი ფეხბურთელები. მოგეხსენებათ, 20 წლის სანჩო ამ დღეებში ინგლისის ნაკრებშია გამოძახებული, მისი კლუბი კი „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი მოწადინების მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ გერმანული „დორტმუნდი” გახლავთ. „გერმანიაში კიდევ რამდენიმე უნარი მაქვს დასახვეწი, — უთხრა გარემარბმა ინგლისელ ჟურნალისტებს, შემდეგ კი დასძინა, —...
ვინ დაიჩაგრება ბარსელონაში?
ვინ დაიჩაგრება ყველაზე მეტად ლეო მესის „ბარსელონაში” დარჩენით? ამბობენ, რომ ეს ფრანგი ანტუან გრიზმანი იქნება, რადგან „ბარსას” ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი მას გუნდის ლიდერობას ჰპირდებოდა, ახლა კი ეს გამორიცხულია. მაშ, რა ბედი ეწევა 29 წლის თავდამსხმელს? ინგლისური „დეილი მეილი” ვარაუდობს, რომ გრიზმანს სატრანსფერო ბაზარზე გაიყვანენ გასაყიდად. რატომ? იმიტომ, რომ ახლა კუმანს ფული აქვს დასაზოგი. „ბარსელონამ”...
ამერიკას მუზარადიანები აკლდებიან
2020 წლის US Open-დან ხორვატი მარინ ჩილიჩიც გავარდა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკის ღია პირველობას ერთადერთი ჩოგბურთელი შემორჩა, რომელსაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი აქვს მოგებული – სადღეისოდ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ჩილიჩმა US Open 2014 წელს მოიგო, წლეულს კი მესამე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა, სადაც ავსტრიელ დომენიკ ტიმთან 2:6, 2:6, 6:3, 3:6 დათმო. მანამდე იგივე დაემართა „დიდი მუზარადის“...
ფელიშმა გოლი დააჭაშნიკა
20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიშმა მეექვსე მატჩი ჩაატარა ერონული გუნდის შემადგენლობაში და სადებიუტო გოლით გამოირჩა. ეს ხორვატისთან (4:1) მოგებულ მატჩში მოხდა. „ხან ძელს გავარტყი ბურთი, ხანაც მეკარეები თამაშობდნენ შესანიშნავად. როგორც იქნა, გამიმართლა და გავიტანე. ბედნიერი ვარ, რომ ამჯერად ყველაფერი გამომივიდა. კმაყოფილი ვარ. საერთოდ, მთელმა გუნდმა ძალიან ძლიერ მეტოქესთან ჩინებული მატჩი ჩავატარეთ. ბევრი მომენტი შევქმენით,...
კარგი იყო…
ერთა ლიგის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნიკა კაჭარავას გოლით ტალინში, ესტონეთი დაამარცხა. საგოლე პასი კი მატჩის ერთერთმა საუკეთესომ და ქართული ფეხბურთის იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. მატჩის შემდეგ თამაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეს თქვა. “ბედნიერი ვარ, რადგან ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამი ქულა მოვიპოვეთ. მატჩის დაწყებამდე ცოტას ვნერვიულობდი, რადგან ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა...
ბარსა მესის შემდეგაც გააგრძელებს ტიტულების მოგებას
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე „ლა როხაზე” ილაპარაკა, მაგრამ „ბარსელონასა” და ლეო მესის ბოლოდროინდელ ამბებზეც მოუხდა აზრის გამოთქმა. „ძალიან რთული საკითხია. არც კი ვიცი, ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი მიზანშეწონილია თუ არა”, — თქვა „ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ აღმართა სამეფო თასი და ერთხელ ქვეყნის სუპერთასი, თითოჯერ კლუბთა...
უღიმღამო ინგლისი ბოლოწამს გადარჩა
ისლანდია ყინჩ გუნდად რჩება. ძალიან მცირე მოსახლეობის, აქედან გამომდინარე კი ფეხბურთელების შეზღუდული არჩევანის გამო ფავორიტებში ალბათ ვერ დამკვიდრდება, მაგრამ ვინძლო დონეც არ დაკარგოს — აგერ, შაბათს, ერთა ლიგის A ლიგის მეორე ჯგუფის შეხვედრაში ინგლისს უმასპინძლა და 90+1 წუთზე რაჰიმ სტერლინგს პენალტი რომ არ გაეტანა, ფრე იქნებოდა – 0:0. მაგრამ, შეხვედრის კულმინაცია ეს პენალტიც კი არ...
მანჩინიმ კურიოზი გამოაცხო
იტალიის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ერთა ლიგის მატჩში 1:1 ითამაშა. ნამატჩევს ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში კიელინი. მის მაგივრად მოედანზე აჩერბი გავიდა. რობერტო მანჩინიმ ეს ასე ახსნა: „როცა სასტარტო შემადგენლობა მომიტანეს, სათვალის გაკეთება დამავიწყდა და ვერ შევნიშნე, რომ შემადგენლობაში აჩერბი იყო. წინასწარ დავგეგმეთ, რომ კიელინი და აჩერბი თითო შეხვედრაში ითამაშებდნენ. მატჩამდე ჯორჯოს...
12 გუნდით გარდამავალი დიდი 10
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი, 12-გუნდიანი ტურნირი 9 ოქტომბერს დაიწყება, ქვეყნის ჩემპიონი კი მაისში გამოვლინდება. COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ, დიდ 10-ში გუნდების რაოდენობა ერთი წლით 12-მდე გაიზარდა. ისინი 2019/2020 წლების სეზონის დაუსრულებელი ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო ვითარების მიხედვით, ორ ექვს-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ა ჯგუფში მოხვდნენ...
პრემიერლიგამ 300 მილიონი იზარალა
ინგლისურმა პრემიერლიგამ უმსხვილესი პარტნიორი დაკარგა. ჩინურმა საკაბელო ტელევიზია PPTV-მ კონტრაქტი გაწყვიტა. ჯამში ჩინელებს 2022 წლამდე 564 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადათ. აქედან 265 წინასწარ იყო გადახდილი. დარჩენილი დაახლოებით 300 მილიონი პრემიერლიგის წინასწარ გათვლილი ბიუჯეტის ზარალია. შესაბამისად, თითოეული კლუბი 8-9 მილიონ ფუნტს დაკარგავს. მასშტაბები უფრო ცხადი გახდება, თუ ვიტყვით, რომ ჩინური კონტრაქტი პრემიერლიგის შემოსავლის 16%-ს იძლეოდა. პრემიერლიგა...









