20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიშმა მეექვსე მატჩი ჩაატარა ერონული გუნდის შემადგენლობაში და სადებიუტო გოლით გამოირჩა. ეს ხორვატისთან (4:1) მოგებულ მატჩში მოხდა.
„ხან ძელს გავარტყი ბურთი, ხანაც მეკარეები თამაშობდნენ შესანიშნავად. როგორც იქნა, გამიმართლა და გავიტანე. ბედნიერი ვარ, რომ ამჯერად ყველაფერი გამომივიდა. კმაყოფილი ვარ. საერთოდ, მთელმა გუნდმა ძალიან ძლიერ მეტოქესთან ჩინებული მატჩი ჩავატარეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, ეს კი იოლი არ არის. ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და ბევრის მიღწევა შეგვიძლია“, – თქვა პორტუგალიელთა ახალგაზრდა შემტევმა.
ფელიში იმედიანად არის, მაგრამ მისი და გუნდის ვაჟკაცობა მომდევნო მატჩებში უნდა გამოჩნდეს. პორტუგალიას A დივიზონის მესამე ჯგუფში ხორვატებთან ერთად მეტოქეებად შვედეთი და საფრანგეთი ჰყავს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
