ჭდე: ჟოაო ფელიში

Home ჟოაო ფელიში
ვან ბასტენი: ატლეტიკო თამაშობს?
ჩანაწერი

ვან ბასტენი: ატლეტიკო თამაშობს?

მარკო ვან ბასტენმა ზედმეტად დაცვითი ტაქტიკის გამო დიეგო სიმეონე გააკრიტიკა. წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა სუპერფორვარდმა აღნიშნა, რომ ასეთ ტაქტიკას მომავალი არ აქვს და მხოლოდ დღევანდელობაზეა მორგებული. „რასაც „ატლეტიკო“ თამაშობს, დაშვებულია, მაგრამ გაკვირვებული ვარ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმას ცდილობს, გოლი არ გაუშვას“. ვან ბასტენმა დაამატა, რომ „ატლეტიკოს“ თამაშის დროს ტელევიზორის სხვაგან გადართვა...

126 მილიონი ათამაშდა
ჩანაწერი

126 მილიონი ათამაშდა

ჟოაო ფელიში ათამაშდა. პორტუგალიელმა ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა. „ატლეტიკომ“ 3:1 მოუგო „კადისს“ და ლა ლიგაში მეოთხე ადგილი გაიმყარა. 126-მილიონიანი ჟოაო ათამაშდა და შესაბამისად, „ატლეტიკო“ სხვა გუნდი გახდა. ბოლო შეხვედრებში დიეგო სიმეონეს გუნდი ფორმაში შევიდა და ვნახოთ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგაში რას იზამს. შინ ვერ მოუგო (1:1), მაგრამ მანკუნიანელები ისეთ დღეში არიან, რომ ესპანელების...

ტოპ15 – ყველაზე გამყიდველები
ჩანაწერი

ტოპ15 – ყველაზე გამყიდველები

ლისაბონის „ბენფიკას“ 21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი მოგება აქვს ფეხბურთელების გაყიდვის მხრივ. მეორე ადგილზეც პორტუგალიური კლუბია – „პორტუ“. ტოპ-15-ში კიდევ ორი პორტუგალიური გვხვდება… და „აიაქსი“? ბევრს ამსტერდამელები გაახსენდება, მაგრამ ისინი მესამეზე არიან. „ბენფიკას“ ბოლო დიდი მოგება იყო ჟოაო ფელიშის „ატლეტიკოში“ გაყიდვა. 126 მილიონი ევრო!.. რამდენად ამართლებს ფელიში ამ თანხას, თავად განსაჯეთ. ჯერჯერობით, დიდი ვერაფერი სარგებელი. აბა,...

სიმეონე არაგონესს გაუტოლდა
ჩანაწერი

სიმეონე არაგონესს გაუტოლდა

„ვილიარეალთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში „ატლეტიკოს“ მხრიდან ერთი გოლი ჟოაუ ფელიშმა გაიტანა. 126-მილიონიანმა ფორვარდმა გოლის შემდეგ ტუჩებზე თითი მიიდო და დიეგო სიმეონეს მისამართით რამდენიმე სიტყვა დაიძახა. სავარაუდოდ, ეს ქცევა ვარჯიშზე შეგირდისა და მოწაფის შეკამათების გამოძახილი იყო. „აჯობებს, თუ საკუთარ ჟესტს თავად ფელიში გაუკეთებს კომენტარს. მე მომწონს, როცა ფეხბურთელი მეამბოხეა. ეს მის მებრძოლ სულზე მეტყველებს, ისე კი...

ბიჭების ოცეული მზადაა
ჩანაწერი

ბიჭების ოცეული მზადაა

იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ 2020 წლის „გოლდენ ბოის“ გამოსავლენად 100-ფეხბურთელიანი სია გაფილტრა და მხოლოდ 20 დატოვა. ეს პრესტიჟული ჯილდო ყოველწლიურად 20 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. გამოკითხვას თავად „ტუტოსპორტი“ ატარებს. ოცეული ასე გამოიყურება: მიტჩელ ბაკერი (პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი), ჯონათან დავიდი (ლილი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერჟინო დესტი, ანსუ ფატი (ორივე ბარსელონა), ფაბიუ სილვა (ვულვზი), ფილ ფოდენი, ფერან...

ფელიშმა გოლი დააჭაშნიკა
ჩანაწერი

ფელიშმა გოლი დააჭაშნიკა

20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიშმა მეექვსე მატჩი ჩაატარა ერონული გუნდის შემადგენლობაში და სადებიუტო გოლით გამოირჩა. ეს ხორვატისთან (4:1) მოგებულ მატჩში მოხდა. „ხან ძელს გავარტყი ბურთი, ხანაც მეკარეები თამაშობდნენ შესანიშნავად. როგორც იქნა, გამიმართლა და გავიტანე. ბედნიერი ვარ, რომ ამჯერად ყველაფერი გამომივიდა. კმაყოფილი ვარ. საერთოდ, მთელმა გუნდმა ძალიან ძლიერ მეტოქესთან ჩინებული მატჩი ჩავატარეთ. ბევრი მომენტი შევქმენით,...