„ვილიარეალთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში „ატლეტიკოს“ მხრიდან ერთი გოლი ჟოაუ ფელიშმა გაიტანა.126-მილიონიანმა ფორვარდმა გოლის შემდეგ ტუჩებზე თითი მიიდო და დიეგო სიმეონეს მისამართით რამდენიმე სიტყვა დაიძახა. სავარაუდოდ, ეს ქცევა ვარჯიშზე შეგირდისა და მოწაფის შეკამათების გამოძახილი იყო.
„აჯობებს, თუ საკუთარ ჟესტს თავად ფელიში გაუკეთებს კომენტარს. მე მომწონს, როცა ფეხბურთელი მეამბოხეა. ეს მის მებრძოლ სულზე მეტყველებს, ისე კი ჟოაუ ჩვენი გუნდისთვის ძალიან მბიშვნელოვანი ფიგურაა” – განაცხადა ნამატჩევს სიმეონემ.
არადა, „ჩოლოსთვის“ ეს გამარჯვება საეტაპო იყო – მან „ატლეტიკოსთან“ ერთად ყველა ტურნირის ჯამში 308-ე გამარჯვება მოიპოვა. ამით ის ლეგენდარულ ლუის არაგონესს გაუტოლდა.
თუმცა, საინტერესოა, რომ არგენტინელმა ამ შედეგს 512 შეხვედრაში მიაღწია, არაგონესს კი საამისოდ ზუსტად 100 მატჩით მეტის გამართვა დასჭირდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
