თბილისის „ლოკომოტივმა“ სოსო ფრუიძე გაუშვა და 3 საათში გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილს ჩააბარა. მხარეებმა 3.5-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმეს.
ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ახალგაზრდა სპეციალისტი ხვალ პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო 9 ივლისს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიყვანს მოედანზე.
გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და „ზესტაფონს“ მან ეროვნული ლიგა მოიგო, ხოლო თბილისელებთან ერთად საქართველოს თასის, ზესტაფონელებთან კი სუპერთასის გამარჯვებული გახდა…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
