„კარიერაში ბევრი დიდებული მწვრთნელი მყოლია, მათ შორის მამაჩემი და ბიძაჩემი, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით აღარ არიან. მათი გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი, ისევე, როგორც ისინი მეხმარებოდნენ მე მთელი კარიერის განმავლობაში,“- ამბობს კრივის დაუმარცხებელი ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი. ვეტერანი ამერიკელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს და გვპირდება რომ ამ საქმეში უბადლოც იქნება. „დღეს ჩემს 14 წლის ძმისშვილი პირველად...
კრესპოს მესი
საერთაშორისო სარბიელზე მესის წარუმატებლობა ყოველთვის მის ნაკლად განიხილება და როცა საქმე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის განხილვაზე მიდგება, არგენტინელის წინააღმდეგ სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ ხოლმე. სამაგიეროდ, ასე არ თვლის, მისი ყოფილი თანანაკრებელი ერნან კრესპო. „ძალიან რთულია იყო მესი. არავის შეუძლია მის ადგილას თავის წარმოდგენა, იგივეს ვიტყვი მარადონაზეც. თქვენთვის წარმოუდგენელია რას ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ ისინი. ლეო...
მანე – ბიჭი ოქროს გულით
სადიო მანე პირველი სიდიდის ვარსკვლავია მსოფლიო ფეხბურთში და უპირობო ლიდერი სენეგალის ნაკრებში. ექსპერტები პრემიერლიგის წლის საუკეთესოს ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ვარსკვლავური იმიჯის შექმნას სულაც არ ცდილობს. „რად მინდა ათი „ფერარი“ ან ბრილიანტებიანი საათების კოლექცია?! რა სიკეთეს მომიტანს ეს ნივთები მე ან ჩემს ახლობლებს?!” – კითხულობს მანე. ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი მისსავე ბავშვობაში იმალება. მანე პატარა სენეგალურ...
მესიმ, ნუ იტყუებითო
ლეო მესიმ უარყო ხმები თითქოს „ინტერთან” იყოს დაკავშირებული და რონალდინიოსთვის რაიმე ფული გადაეხადოს. არგენტინელ ვარსკვლავს „ინსტაგრამზე” არც მეტი არც ნაკლები 147 მილიონი მიმდევარ ჰყავს და ასეთი ფართო საზოგადოების გასაგონად, საკმაოდ გაღიზიანებულმა დაწერა, რომ ტყუილებს უგონებენ. ბრაზილიელი რონალდინიო და მისი ძმა რობერტო ასისი რამდენიმე დღის წინ პარაგვაის ციხიდან გაუშვეს და ახლა შინაპატიმრობაში არიან. ძმებმა გისოსებს მიღმა...
ერთი წელი საუკუნემდე
ბელგიური „სტანდარდი“ მომავალი სეზონისთვის პროფესიონალურ ლიცენზიას ვერ მიიღებს და სამოყვარულო ლიგაში ითამაშებს. ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომისიამ. ლიეჟურ კლუბს ერთბაშად რვა ფეხბურთელის მიმართ დაუგროვდა ერთ მილიონ ევროზე მეტი დავალიანება. ერთი ხანობა გამოსავლად სტადიონის გაყიდვა და ვალების დაფარვა მოიაზრებოდა, მაგრამ კლუბმა კომისიას ვერ წარუდგინა დამაჯერებელი არგუმენტები, რომ ამას უმოკლეს ვადებში მოახერხებს. „სტანდარდი“ დიდი...
სანამ კორონა გადივლიდეს…
კორონავირუსმა სპორტული სამყარო სრულად დააპაუზა. ისღა დაგვრჩენია, მოცალეობის ჟამს, გარდასულ დღეთა საინტერესო ბატალიები გავიხსენოთ. გადავწყვიტეთ, ერთი რუბრიკა სპორტული კურიოზებისთვის დაგვეთმო და პერიოდულად შემოგვეთავაზებინა. დაწყებით კი, ბუნებრივია, ფეხბურთით ვიწყებთ… მწვრთნელი ათი წუთით ფეხბურთის სტაჟიან მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ არგენტინელი ფორვარდი აბელ ბალბო, ნაკრებში მარადონას პარტნიორი რომ იყო, საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი კი იტალიურ „პარმაში“ „უდინეზესა“ და „რომაში“...
შანსი: ევრო 2021 საქართველოში
კორონავირუსის პანდემიას ჯერ არ გადაუვლია და მის შედეგებს უკვე ვიმკით. ევრო 2020 გადაიდო და 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ევროპის 12 ქვეყნის 12 სტადიონზე გაიმართება. თუმცა, პრობლემა აქაც გაჩნდა. იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებში ეჭვობენ, რომ შესაბამისად რომისა და ბილბაოს სტადიონები ვერ შეძლებენ ევროპირველობის მიღებას. პანდემია იქით იყოს და ამ არენებზე დიდი ხნით ადრე...
ფეხბურთელები კორონას უტევენ
პრემიერლიგის კაპიტნებმა შექმნეს ფონდი სახელწოდებით Players Together და ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის 4 მილიონი გირვანქის აგროვებას აპირებენ. ოცი გუნდის კაპიტანი, რომელთაც ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი და „მანჩესტერ იუნაიტედის” ჰარი მაგუაირი ხელმძღვანელობდნენ, ოთხი დღის განმავლობაში თათბირობდა და შედეგად ფულის აგროვების გეგმა დაისახა. წუხელ, ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ფონდი, რომლის დიდი ღირსება...
ძალიან დიდი, უზარმაზარი…
ის მჭირს, ერთი შეხედვით ძალიან ადვილი რომაა წერა, მაგრამ არა და არ გამოგდის – ისე არ გამოგდის, როგორც შენი ნაწერის გმირს ეკადრება. განგებამ ინება და ალექსანდრე ჩივაძე პირადად გავიცანი. ტრაბახით წავლეკე უბანი და საძმაკაცო. მას მერე წლები გავიდა, ინტერვიუებიც იყო და არაფორმალურ გარემოში სუფრასთან საუბრებიც, მაგრამ მის სიდიადეს ვერ მოვერიე და გაშინაურება ვერ შევკადრე. ძალიან...
რონალდინიო ციხიდან სასტუმროში გამოკეტეს
რონალდინიო თავისუფალია. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პარაგვაის ციხე დატოვა, თუმც სასტუმრო „ასინსიონაში“ შიდა პატიმრობაში დარჩება და სამართალდამცავების მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩება. რონალდინიომ საპყრობილეში დაახლოებით ერთი თვე გაატარა – 22 მარტს 40 წლის იუბილეს სწორედ იქ შეხვდა. შეგახსენებთ, ლეგენდარული ბრაზილიელი ძმასთან ერთად ყალბი საბუთებით პარაგვაის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა. როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთმა საქველმოქმედო ფონდმა მიიწვია. 2018 წელს კი რონალდინიომ...









