პრემიერლიგის მამები ტურნირის გაგრძელების განსხვავებულ ვარიანტს განიხილავენ.ინგლისური მედია ირწმუნება, რომ ერთ-ერთი რეალური ვერსია, რომელზეც საფეხბურთო ასოციაციაში აქტიურად მუშაობენ, მატჩების სარიელი ტრიბუნების წინ ჩატარებაა.
ინგლისში მიაჩნიათ, რომ აჯობებს 2021 წლამდე, ვიდრე მდგომარეობა სრულად არ დასტაბილურდება, მატჩები უმაყურებლოდ გაიმართოს.
ასე თუ მოხდა,სეზონი ივნისში განახლდება და ჩვეული ფორმატით, ოღონდ უმაყურებლოდ დასრულდება. ინგლისური გუნდები ტრიბუნიდან ქომაგობას მოკლებულები იქნებიან ახალი სეზონის პირველ ნახევარშიც.
ყველაფერი საბოლოო ჯამში COVID 19-სა და მის გავრცელებაზეა დამოკიდებული, რომლისგანაც ბრიტანეთის მასშტაბით უკვე 65 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
