თბილისის სპორტის სასახლეში, 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. წინ ფლეი-ოფია, რომელიც, ხელბურთელთა ადათის თანახმად, ყველა ადგილს პატრონს მიუჩენს. სხვა სიტყვებით, შინ ჯერ არავინ გამგზავრებულა. ბრძოლა გრძელდება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში გამოდიოდა, სადაც, შეგახსენებთ, რომ ლიეტუვასთან პირველი თამაში წააგო, ხოლო შემდეგი ორი, ფინეთსა და ლატვიასთან მოიგო. მეოთხე ტურში ქართველი გოგონები ისვენებდნენ, სამაგიეროდ მათ...
წელი: 2019
ორ წუთში წაგებული თამაში
ლუი სინისტერა, ლუი სინისტერა – ერთხმად გამოუშვა ორთქლი 40-ათასამდე როტერდამელმა ქომაგმა და „ფეიენოორდის“ ნაწვალები ის გოლი აღნიშნა, რომელიც მასპინძლებმა „დინამოს“ შესვენებამდე ორი წუთით ადრე გაუტანეს… არადა, რა უდროო იყო… ჩვენებმა თამაში თითქოს რომ გაათანაბრეს და ერთი-ორჯერ მეტოქის კარისკენ თამამად გასწიეს, სწორედ მაშინ გაისწორა მიზანი ჰოლანდიელთა შემტევმა… თუმც რაღა გაისწორა. რომ იტყვიან, „ძალად გაატანინესო,“ აი, ისეთი...
ვერ დაოკდა და…
2019 წლის კოპა ამერიკა ბრაზილიელ გაბრიელ ჟესუსს ალბათ სამუდამოდ დაამახსოვრდება, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხითაც. ფეხბურთის და მით უფრო ბრაზილიის ნაკრების ქომაგებს შეხსენება არ ენდომებათ, რომ ტურნირის ჩემპიონები სწორედ პენტაკამპეონები გახდნენ, რომელთაც ფინალში პერუს 3:1 აჯობეს. ფინალს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მანჩესტერ სიტის და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი მოედნიდან გააძევეს, თუმცა მანამდე მან პერუელთა კარში გოლის...
დიეგო ფორლანი ფეხბურთიდან წავიდა
დიეგო ფორლანი ფეხბურთიდან წავიდა. ვისაც ახსოვს მისი თამაში “მანჩესტერში”, “ინტერში” და “ატლეტიკოში”, გულგრილი ვერ დარჩებოდა დიეგოს ნიჭის მიმართ. თუმცა, ყველაზე უკეთ ეროვნულ ნაკრებში ახერხებდა გაბრწყინებას. განსაკუთრებით 2010 წლის მუნდიალი გამოუვიდა. 5 გოლიც შეაგდო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. მერე რა გოლები – ყველა შედევრი. ამჟამად დიეგო ურუგვაის ნაკრების ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია 36 გოლით. წინ...
დინამომ ფეიენოორდი იყიდა
როტერდამის 51-ათასიან „დე კუიპზე,“ რომელსაც ოფიციალურად „ფეიენოორდის“ სტადიონი ჰქვია, ხუთშაბათის მატჩზე დასასწრები 10 ათასამდე ბილეთი გაყიდული ყოფილა, დანარჩენს კი ხვალისთვის ელიან. ბილეთი 20 ევრო ღირს, ტრიბუნები კი სავარაუდოდ, სანახევროდ შეივსება. ქართველები, ჩამოსულები თუ აქაურები, დაახლოებით 100-120 ადამიანია და „დინამოს“ გულმხურვალე ქომაგობას ჰპირდებიან. … ქართველ ჟურნალისტებს კი ჩვენების მწვრთნელმა ფელის ვისენტემ „დე კუიპის“ საკონფერენციო დარბაზში ვარჯიშის...
სისხლის ყივილი
ერთ დროს მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ათიანი ნისლიან ალბიონზე ჩავიდა. თითქოს ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს? იფიქრებთ, ოკეანისგაღმა გადაბარგებულ უეინ რუნის სამშობლო მოენატრა და ნოსტალგია მოეძალაო, შვებულებას შინაურებთან ერთად გაატარებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს მოისიყვარულებს და გაუყვება კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გზასო, მაგრამ შეცდებით. უიენ რუნი, რომელიც ამერიკულ MLS-ში შარშან ივნისში გადავიდა და...
სიცხე – ტოკიოს მთავარი გამოწვევა
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელთათვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება ამ ფორუმის პერიოდში (24 ივლისი – 9 აგვისტო) ცხელ ამინდთან ბრძოლა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მარათონელთა სტარტამდე ერთი წლით ადრე ტოკიოს ახალი ეროვნული სტადიონის სიახლოვეს, დილის 6 საათზე მინიმუმ 31 გრადუსი სიცხე და 70-პროცენტიანი ტენიანობა დაფიქსირდა. ტოკიო-2020-ის გათვლებით, წინასწარი კვლევები მასპინძლებს მარათონელების სიცხისგან დასაცავად ზომების...
ნიკა გერმანელებს დაერია
ძნელია ნიკა ბასილაშვილის ქომაგობა. როგორღაც გვიან “იქოქება” და ისე მიგვაჩვია, მონრეალის “მასტერსის” მეორე წრეში გერმანელ შტრუფთან პირველი სეტის 2:6 წაგება ჩვეულებრივ ამბად მივიღეთ. მერე კორტზე უკვე ნაღდი ბასილა იყო და 6:2, 6:3 მოუმთავრა გერმანელს საქმე. წყნარად, დამაჯერებლად და არაქართულად უემოციოდ… არადა, იან-ლენარდ შტრუფი ხურდა ვინმე არ არის. რეიტინგის 35-ე ნომერი 29 წლის მოიყარა და კარიერაში...
კარგის მოლოდინი…
როტერდამის სასტუმროში რეგისტრაციას გავდიოდით, გასაკვირად ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა რომ გამოგველაპარაკა, ისეთი ინტერესით ველი “დინამოსთან” მატჩს ვერ წარმოიდგენთო… ისეთი აღტკინებული იყო, იფიქრებდი, „ფეიენოორდის“ ერთი მატჩიც არ გამოეტოვებინა, ახალი სეზონის სტარტზე კი „დინამო“ როტერდამელთა კარგ გამომცდელად მიაჩნდა. დიდად ენაწყლიანობა რომ ვერ შეგვატყო, თავის საქმეზეც მალევე გადავიდა. მერე კი იქვე შეჭაღარვებული ბიძებიც „გვესტუმრნენ“ და მანდ უკვე კარგი მამაპაპური...
ბოდიში, ცავატანემ
საქართველოს ჩემპიონმა ისევ გვასახელა. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, სტუმრად „არარატ-არმენია“ 2:1 დაამარცხა და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ – პირველი მასპინძლების იყო, მეორე სტუმრების. თავიდან არარატელები მოგვეძალნენ, ყველაზე გამოსარჩევი მათგან 31 წლის ჰოლანდიელი ფურდელ ნარსინგი გახლდათ, რომლის მარჯვენა ფრთიდან ტექნიკურ ჩაწოდებასაც მოჰყვა პირველი გოლი. თუმცა,...









