კლასი და ოსტატობა 17 წლამდე ბავშვებშიც ისევე არსებულა, როგორც დიდებში — თბილისის სპორტის სასახლეში 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიამ მოიგო. შვეიცარიელებმა პირველივე თამაშიდან ხარისხიანი ხელბურთით მიიპყრეს ყურადღება და ექვსივე შეხვედრა მოიგეს. ფინალში მათ სერბებს აჯობეს 35:27. თუმცა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა საქართველოსა და საბერძნეთის ფლეი-ოფის შეხვედრაზე გვინდა გიამბოთ. ეს იყო თამაში, რომელსაც უნდა გაერკვია, ქართველი...
წელი: 2019
როტერდამულები
„ფეიენოორდი“ ჰონალდიის ჩემპიონატში მყარი მესამე გუნდია. ევროსარბიელზეც მაქსიმალურად შორს იქაჩება, ხოლმე… წლეულს როგორ იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ადგილობრივ სარბიელზე პირველობისთვის როტერდამული კლუბი „აიაქსსა“ და პსვ-ს გვარიანად რომ ანერვიულებს, ახლავე შეიძლება ვთქვათ. „ფეიენოორდი“ ის კლუბია, რომლის ხელმძღვანელობაშიც უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე თამაშობს – რობინ ვან პერსი, როი მაკაი, პიერ ვან ჰოიდონკი, დენი ლანძაატი, ჟან-პოლ ვან გასტელი,...
იყო არაბეთს ბაადურ…
ბაადურ ჯობავა აბუ დაბის 26-ე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია. ქართველმა საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირში 7 პარტია მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა, 8 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს ქულით გაუსწრო. შეჯიბრში 151 სპორტსმენი გამოდიოდა, რომელთაც რეიტინგი 2100-ზე მეტი ჰქონდათ, მათ შორის მეორე ქართველი ლუკა პაიჭაძე. ჯობავამ კარგად დაიწყო ასპარეზობა და ექვსიდან 6 პარტია მოიგო, მეშვიდე ყაიმით დაასრულა, თუმც...
რუსეთ-იაპონიის ოლიმპიური სკანდალი
ტოკიოს ოლიმპიადამდე ჯერ ერთი წელია, მაგრამ პირველმა სკანდალმა უკვე იფეთქა. თანაც, რუსულ-იაპონური სკანდალი უფრო პოლიტიკური შეფერილობისაა, ვიდრე სპორტული. ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიური რუკა გამოაქვეყნეს, რომელზეც კურილიის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად არის მონიშნული. ამან რუსული დუმა აღაშფოთა და რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტირების მითხოვნაც გაჟღერდა. რეალურად, ოთხი სადავო კუნძულიდან სამზე სულ 20 ათასამდე მოსახლეა. მეოთხე კლდოვანი წარმონაქმნია,...
ლივერპულის ტაიმი ოთხით
პარასკევ საღამოს პრემიერლიგა დაიწყო. მაგალითად, ბუნდესლიგისგან განსხვავებით, ინგლისში სეზონს ჩემპიონი არ ხსნის. გუშინ გაგვიმართლა და ისეთი გუნდი ვნახეთ, პირველივე ტურიდან რომ იტყვი – ნამდვილი ფავორიტი იქნებაო. ამას მხოლოდ „ნორვიჩის“ გაცამტვერება არ გვალაპარაკებს, არამედ ისტორიული ფონი და მონდომება. „ლივერპულის“ ფეხბურთელები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მათთვის პრემიერლიგაში პირველობა უმთავრესი ამოცანაა. ფანებიც ამას მოითხოვენ. გუნდსაც შეეტყო, პირველ ტაიმში...
ცინცინ მარი…
თანამედროვე ჩოგბურთს მან თავისი კვალი უსათუოდ დაატყო. შესაძლოა, ბევრს მისი თამაშის სტილი არ მოსწონდა და აღიზიანებდა, მაგრამ ფაქტია რომ დიდი სამეულის ეპოქაში რამდენიმე დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა და რეიტინგის პირველი ნომერიც იყო. მის კარიერაში 2016 წელი საუკეთესო იყო. მოიგო „უიმბლდონი“, რიოს ოლიმპიური თამაშები და ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, ისე კი ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (ლონდონი...
პიტერ კინა-ლოკო
მოგეხსენებათ, დღეს საღამოდან პრემიერლიგა გახურდება და უნაღდესი ფეხბურთის ქომაგებს ისევ გულის ფარცქვალი აუვარდებათ. პროგნოზების გარეშე აბა როგორ იქნება და აგერ, პიტერ კრაუჩმაც, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებისთანავე, მარჩიელობას ბეჯითად მიჰყო ხელი. ბეჯითად-თქო, ვამბობთ, რადგან “დეილი მეილის” მესვეტეს პრემიერლიგის ოცივე კლუბის ღირსება-ნაკლოვანებები გამოწვლილვით შეუსწავლია და თითოეულისთვის სეზონის ბოლოსთვის სატურნირო ცხრილშიც ზუსტი ადგილი მიუჩენია. ფუნდამენტური ნაშრომი გამოვიდა, მაგრამ მოსაწყენი....
ნიკას უნებლიე მარცხი
ნამეტანსაც ნუ მოვთხოვთ. ორი კვირის წინ ნიკა ბასილაშვილმა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ალექსანდერ ზვერევი ჰამბურგულ ნახევარფინალში დაამარცხა. ახლა “მასტერსის” მხოლოდ მესამე წრე იყო, მაგრამ ზვერევი განსაკუთრებულად იყო მოტივირებული. ამაზე ორჯერგამოცვლილი და ერთხელაც დამსხვრეული ჩოგანი მეტყველებს. რეალურად, ორი თანაბარძალოვანი მეტოქის ჭიდილი მესამე სეტის ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. ესეც ზვერევის დამსახურება კი არა, ნიკას ზედიზედ სამი უნებლიე შეცდომის ბრალი იყო....
ჩაიშალა
ტრანსფერი აღარ შედგება. იუვენტუსმა ტოტენჰემი უარით გაისტუმრა, არადა, თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ პაოლო დიბალა მომავალი სეზონიდან ტოტენჰემის მაისურს მოირგებდა. უფრო მეტიც – პოპულარული ბრიტანული გამოცემები სატრანსფერო თანხასაც ასახელებდნენ – 64 მილიონი ევრო. საბოლოოდ, იუვენტუსმა 25 წლის არგენტინელი ფორვარდის გაყიდვა გადაიფიქრა და თავისთან დაიტოვა. როგორც ჩანს, ბებერი ქალბატონის ახალ დამრიგებელ მაურისიო სარის დიბალასი ეიმედება და მის...
36 თვის შემდეგ, თავში ტყვია…
იტალიას და ზოგადად საფეხბურთო სამყაროს მთავარი ულტრასი აღარ ჰყავს. რომის „ლაციოს“ თავგადაკლული ფანი და ლიდერი ფაბრიციო პისკიტელი, რომელიც ბუნებრივია სკუადრა აძურას ქომაგიც გახლდათ, რომში, თავში ერთი გასროლით მოკლეს. მკვლელობა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ პარკში მაშინ მოხდა, როდესაც პისკიტელი იქ კლიენტს უნდა შეხვედროდა. დაიბენით? ახლავე აგიხსნით. როგორც ირკვევა, პისკიტელი მხოლოდ „ლაციოს“ და იტალიური ფეხბურთის წარმატებებით არ ცოცხლობდა...









