2019 წლის კოპა ამერიკა ბრაზილიელ გაბრიელ ჟესუსს ალბათ სამუდამოდ დაამახსოვრდება, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხითაც.
ფეხბურთის და მით უფრო ბრაზილიის ნაკრების ქომაგებს შეხსენება არ ენდომებათ, რომ ტურნირის ჩემპიონები სწორედ პენტაკამპეონები გახდნენ, რომელთაც ფინალში პერუს 3:1 აჯობეს.
ფინალს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მანჩესტერ სიტის და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი მოედნიდან გააძევეს, თუმცა მანამდე მან პერუელთა კარში გოლის გატანა მოასწრო. ჟესუსი, მატჩის მთავარი არბიტრის მიერ ცხვირწინ აფრიალებულმა წითელმა ბარათმა იმდენად აღაშფოთა, რომ გასახდელში მიმავალმა ნერვები ვეღარ მოთოკა და ხელები უშნოდ იქნია. მან ჯერ მუშტი იმ ჯიხურს დაარტყა, რომელშიც მატჩის დელეგატები სხედან, შემდეგ კი VAR-ის მოწყობილობის ყუთიც არ დაინდო.
სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფედერაციამ გაბრიელ ჟესუსს ეს თავშეუკავებლობა არ აპატია და მას ნაკრებში 2 თვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. ბრაზილიელი ფეხბურთელის ჯიბე ასევე 30 ათასი ევროთიც შეთხელდება.
შეგახსენებთ, კონმებოლმა ამას წინათ სასჯელი ლეო მესისაც გამოუწერა, რომელმაც იმავე ბრაზილიასთან ნახევარფინალში წაგების შემდეგ სამხრეთამერიკული ფეხბურთის მთავარი ორგანო კორუფციაში დაადანაშაულა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
