წელი: 2019

Home 2019
პირველად არარატთან
ჩანაწერი

პირველად არარატთან

პირველად ფეხბურთზე რომ წამიყვანა მამაჩემმა, 7 წლის ვიყავი. ახლა გადავხედე და ის თამაში ერევნის “არარატთან” 1978 წლის 1 ოქტომბერს გამართულა. 3:0 მოგება და შეშლილი ტრიბუნები მახსოვს. რატომ და როგორ, ვერ გეტყვით, მაგრამ ტვინში კი მაშინვე დაილექა: შეგიძლია წააგო ნებისმიერთან, მაგრამ “არარატთან” წაგების უფლება არ გაქვს. მერე კიდევ ბევრჯერ ვნახე ცოცხლად ჩვენებისგან “არარატის” რბევა, მაგრამ ის...

უკაპრიზო კაპრიანი
ჩანაწერი

უკაპრიზო კაპრიანი

ტყვიის სროლაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნიკოლო კაპრიანიმ დევნილთა გუნდის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადების ამბიციური გამოწვევა მიიღო. ლონდონის 2012 და რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშების 3 ოქროს მფლობელი კაპრიანი აცხადებს, რომ ახალი გამოწვევა შესაძლოა სპორტსმენობაზე უფრო რთულიც იყოს. „ერთი ოქროს მედალი შესაძლოა ვერცხლისა ყოფილიყო, რომ არა ფინალში ჩემი მეტოქის უხეში შეცდომები. ეს ოქროს მედალი მოსვენებას არ...

ქართველი გოგონების ბრძოლა, იმედი და ემოცია
ჩანაწერი

ქართველი გოგონების ბრძოლა, იმედი და ემოცია

თბილისის სპორტის სასახლეში 17 წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე სამი დღე მიილია. დღეს დასვენებაა. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებაში 10 გუნდი მონაწილეობს, რომელიც ორ ჯგუფად არის დაყოფილი. საქართველოს ნაკრები „ბ” ჯგუფშია და ამიტომ ყურადღება მასზე გავამახვილოთ. ქართველებმა სამი შეხვედრიდან ორი მოიგეს და ერთი წააგეს. პირველ დღეს, ლიეტუვასთან შეხვედრის წინ, ჰიმნების დროს, ჩვენს გოგონებს გადაჭარბებული ღელვა ეტყობოდათ. გასაგებიცაა....

მესხი და მაკაი
ჩანაწერი

მესხი და მაკაი

წარმოიდგინეთ, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მივედი, „ლოკომოტივი“ თბილისის „დინამოს“ უნდა დაუხვდეს, ტრიბუნაზე კი ვის ვხედავ?! – როი მაკაის. ოდნავ მობერებული, მოსუქებული, მაგრამ ძველი ღიმილით, ჩემპიონთა ლიგაში „რეალს“ ამ ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი რომ გაუტანა. ახლა „ფეიენოორდში“ მუშაობს და მის გუნდს ამბავი უნდა ჩაუტანოს, საქმე რა გუნდთან აქვთ. 1981 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, როტერდამში კი...

იმედის დინამო
ჩანაწერი

იმედის დინამო

ნაევროთასევს, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. სეზონის დასაწყისში წაფორხილების შემდეგ, თბილისის „დინამო“ ერთობ წარმატებით თამაშობს. კვირას ფელის ვისენტეს ბიჭებმა „ლოკომოტივი“ გააცამტვერეს – 6:0. ეს დინამოელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება გახლდათ ეროვნულ ჩემპიონატში, თუ ამას ევროპა ლიგაზე მოპოვებულ კიდევ ოთხ მოგებას დავამატებთ, 12 გამოვა. ბოლო ხუთ შეხვედრაში კი 18 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. თანაც...

73 !
ჩანაწერი

73 !

დიდ ბრიტანეთში არსებობს ასეთი საფეხბურთო კლუბი „ფორტ ვილიამი“, რომელიც სპორტის ნომერი პირველი სახეობის ქომაგებს ვეჭვობთ ბევრს რამეს ეუბნებოდეს, მაგრამ ნებსით თუ უნებლიედ „ისტორია“ კი შექმნა. „ფორტ ვილიამი“ შოტლანდიური გუნდია, რომელიც, ალბათ, ნისლიან ალბიონზე და სავარაუდოდ მთელ დუნიაზეც ყველაზე წარუმატებელ კლუბად შეიძლება მოვნათლოთ. თავად განსაჯეთ – გუნდს ზედიზედ 73 შეხვედრა ჰქონდა წაგებული, მაგრამ როგორღაც მოახერხეს და...

ბაიერნს – ფეხებს შორის
ჩანაწერი

ბაიერნს – ფეხებს შორის

გერმანიის სუპერთასის შეხვედრა ბაიერნსა და დორტმუნდს შორის, როგორც der klassiker-ს შეეფერება, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ტიტულის გარდა, ამ მატჩს ბუნდესლიგის კონტურებიც უნდა ეჩვენებინა, ბაიერნი ისევ ისეთი მრისხანეა თუ ჩემპიონობაზე სხვა გუნდებმაც შეიძლება იფიქრონ. შეხვედრის სტატისტიკას რომ ჩახედო, იფიქრებ, თითქოს რეკორდმაისტერი  კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. ეს ასე არ იყო, ციფრები ამ შემთხვევაში უსირცხვილოდ გვატყუებენ. თამაშის მიმდინარეობა ფავრის ჩანაფიქრით...

კლაუდიასთვის
ჩანაწერი

კლაუდიასთვის

ორი წლის წინ რაჯა ნაინგოლანი ევროპის ერთ-ერთ ნიჭიერ ნახევარმცველად ითვლებოდა, მაგრამ მისი კარიერა დაღმა წავიდა. მილანის „ინტერის“ შეფობამ ღიად დააფიქსირა, რომ ფეხბურთელის გასხვისება სურს. მსურველების რიგი დადგა: „რომა,“ „ფიორენტინა“ და რუსული „ზენიტიც“ კი. ბელგიელმა მოკრძალებული „კალიარი“ აირჩია. ნაინგოლანი ამ კლუბში 2011-2014 წლებში თამაშობდა, მაგრამ მიზეზი ეს არ არის. მიგეხსენებათ, კალიარი სარდინიის დედაქალაქია, რაჯას მეუღლე კლაუდია...

როცა ბარსას ზენიტზე გაცვლი…
ჩანაწერი

როცა ბარსას ზენიტზე გაცვლი…

რამდენი უნდა შემოგთავაზონ, რომ კატალონიური „ბარსელონადან“ პეტერბურგულ „ზენიტში“ გადაბარგდე? ფინანსურად შეთავაზება მეფური იქნებოდა – პუტინის საყვარელ კლუბს  ხომ „გაზპრომი“ აფინანსებს და ვიდრე თანხა ას მილიონს არ გასცდება, ქველმოქმედებად თვლიან. მალკომი „ზენიტში“ გადავიდა. საინტერესო იყო სოციალურ ქსელელებში ქომაგთა გამოხმაურებები, რომლებიც ტალანტს თბილად დაემშვიდობნენ, მწვრთნელი ვალვერდე კი ლამის ანათემას გადასცეს მისი ნიჭის არგამოყენების გამო. მალკომის კარიერა სულ...

… თქვენ რომელ კვადრატში გსურთ?!
ჩანაწერი

… თქვენ რომელ კვადრატში გსურთ?!

ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი თანამედროვე ჩოგბურთთში, ალბათ, ყველაზე არაორდინალური პიროვნებაა და აგერ, მორიგი შოუ-შედევრიც გამოაცხო. ვაშინგტონის ტურნირის მეოთხედფინალში მისი მეტოქე სლოვაკი ნორბერტო გომბოსა იყო. ნიკს საკუთარ მოწოდებაზე მატჩბოლი ჰქონდა, როცა პირველ რიგში მჯდომმა ქომაგმა ქალბატონმა უკარნახა, სად გაეგზავნა ბურთი.  „თქვენ სად გსურთ“? – ჰკითხა კირგიოსმა. 10 წამის შემდეგ კირგიოსმა ქომაგი ქალბატონისგან მითითებულ კვადრატში 26-ე ეისი გაგზავნა და...