ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს როგორ აყენებდნენ „არსენალის” ფანები შეუარაცხყოფას პიერ-ემერიკ ობამეიანგს. ეს ამბავი „კრისტალ პალასთან” ფრედ (2:2) ნათამაშები მატჩის შემდეგ მოხდა; სწორედ იმ მატჩის შემდეგ, რომლის დროსაც გრანიტ ჯაკამ გულშემატკივარს აგინა. ჯაკას ამბავი გახმაურდა, მაგრამ როგორც ირკვევა, შვეიცარიელი არ გახლდათ ერთადერთი „მეთოფე”, რომელმაც იმ დღეს ჩრდილო ლონდონელი ფანების რისხვა მოიმკა. პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისი „ლამბორგინი ავენტადორით” საცობში...
წელი: 2019
უეფამ ბულგარეთში სტადიონი დაცალა
14 ოქტომბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში, ბულგარეთის ნაკრები სოფიაში ინგლისთან ხომ განადგურდა და მეტიც, – გაწბილებული ბულგარელ ქომაგებზე მეტად, მიუხედავად შთამბეჭდავი გამარჯვებისა (6:0), ეს მატჩი ინგლისელი ფეხბურთელების მეხსიერებაში უარყოფითი კუთხით, ალბათ, დიდხანს შემორჩება. ტრიბუნაზე, ადგილობრივ ქომაგთა საშინელი ქცევის გამო, რაც სტუმარი ფეხბურთელების მისამართით რასისტულ გამოხდომებში გამოიხატებოდა, პირველ ტაიმში მატჩი ორჯერ შეწყდა. არბიტრს შეხვედრის საერთოდ შეწყვეტის...
შენ რა, გაგიჟდი?
გახსოვთ თურქი ფეხბურთელი ჰამით ალტინტოპი? ის სხვადასხვა წლებში თამაშობდა „შალკეში”, „ბაიერნში”, „რეალსა” და „გალათასარაიში”. მადრიდში ალტინტოპი 2011 წელს გადავიდა, მაგრამ 2012 წელს გაიქცა. „ლოს ბლანკოსის” მაისურით სულ 11 თამაში ჩაატარა. მიზეზი: ნახევარმცველს „სამეფო კლუბში” საქმეები ვერ აეწყო. ამასწინათ, ჰამით ალტინტოპი „მარკასთან” გადაიკვეთა. ესპანურმა გამოცემამ ვეტერანს მადრიდული დროების გახსენება სთხოვა. „ჩემთვის „რეალი” ძალიან მნიშვნელოვანი კლუბი იყო,...
ეს არის ის?
„პირველად მას ელ პრატზე, „ნაიკის“ მაღაზიაში, მამასთან ერთად შევხვდი. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე უკვე ბევრი რამ მსმენოდა. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია, როცა „ბარსელონაში“ ახალი მისული ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ის თავის გუნდში გამორჩეული იყო. შევხედე ამ ტანმორჩილ და მორცხვ ბიჭს და ჩემს თავს ვკითხე: „ეს არის ის, ვისზეც მეუბნებიან?”-ასე იხსენებს პეპ გვარდიოლა ლიონელ მესისთან პირველ...
ღვთის სასჯელი
იტალიურ ფეხბურთში პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ესა თუ ის მოთამაშე მკრეხელობისთვის ისჯება. ამჯერად, სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტის მარწუხებში მარეო სკოცარელა და ფრანჩესკო მანიანელი მოექცნენ. მათი ვინაობის მიხედვით მიხვდებით, რომ არცერთი მათგანი ტოპ ფეხბურთელი არ არის. პირველი „პარმას“, მეორე კი „სასუოლოს“ ღირსებას იცავს. დასჯის მიზეზი კი ერთობ საინტერესოა. აბა რა გასაკვირი ამბავია, რომ მოედანზე ყოფნის...
ყველაფერი ძველებურად?
ჰეი, თქვენ, ალბანელებო, გაუმაძღარნო ომითა, რამდენჯერაც შეგვხდით, იმდენჯერაც მოგიგეთ! ეს ამბავი მომხდარა სრულ სამჯერ, თქვენ კი, მაინც არ იშლით და კიდევ ჩვენსკენ მოიწევთ, გინდათ თუ არა, ერთად უნდა ვსწიოთ შესარჩევის ჭაპანიო. ჰეი, კიდევ თქვენა, საქართველოს ნაკრებო, რომ ალბანელებს ყოველთვის ამარცხებდით და ახლაც გადაგიწყვეტიათ, ერთხელაც უნდა მოვახდინოთ ეს საქმეო. მაგრამ იმ განთქმული “ქვევრისა” არ იყოს, იმ...
ტერ შტეგენის სიტყვების ექო
პრაღაში, „სლავიასთან” თამაშის შემდეგ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა „ბარსელონაში” რეზონანსი გამოიწვია. როგორც ჩანს, ესპანეთის ჩემპიონთა შორის საკუთარი გამოსვლით სხვებიც უკმაყოფილონი დარჩნენ. მეკარის ნათქვამმა სავარაუდოდ, მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეზეც იმოქმედა. ბასკმა მწვრთნელმა თითქოს თავის დაცვა სცადა. მან თქვა, რომ კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით პრაღაში ასეთი საშინელიც არაფერი მომხდარა. „როდესაც თამაში მთავრდება, ნებისმიერ მონაწილეს თავისი აზრი აქვს...
გამარჯობა, მეგობარო
იგი წავა, მაგრამ მოვა სხვა? შექსპირისეულად რომ ვთქვათ, საკითხავი, აი, ეს არის. დიახ, ჩოგბურთს სტაჟიანი ქომაგები თავის დროზე იგივეს ამბობდნენ და წუხდნენ პიტ საპრასის, ანდრე აგასის, ბორის ბეკერის, კარლოს მოიას, უფრო ადრე კი ივან ლენდლის, ბორგის, ედბერგის, კონორსის წასვლის შემდეგ და მოვიდნენ. თან როგორი ახალი თაობა? როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარი… ძველები...
ბასილაშვილმა პარიზი უკვე დაამთავრა
რაღა დარჩა? პარიზის მასტერსის შემდეგ ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, აქა-იქ რამდენიმე უმნიშვნელო ჩელენჯერის ტიპის შეჯიბრი და 2019 წლის საჩოგბურთო სეზონიც დასრულდება. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის კი უკვე დამთავრდა. წლეულს, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში ჩვენიანი ერთობ ცუდად გამოიყურება. ჰამბურგში გაბრწყინების შემდეგ მან ქომაგები აშკარად გააწბილა. იმედგაცრუების პიკი კი პარიზის მასტერსზე რადუ ალბოტთან უშანსოდ წაგებული მატჩი იყო. მოლდოველმა ქართველს კარიერაში...
ქულების ომი
საინტერესო ტური გამოდგა. საჩემპიონო ბრძოლა უფრო დაიძაბა, „ვიტ ჯორჯია“ ოფიციალურად გავარდა, პლეი აუტის ამბებიც ჯერ გაურკვეველია. ტურის პირველივე შეხვედრაში სენსაცია მოხდა. ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა, ბათუმის „დინამომ“ ბოლო ადგილზე მდგარ „ვიტ ჯორჯიას“ ვერ მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ბათუმელები იგებდნენ და ვეტერინარებმა 86-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლი ზურაბ სეხნიაშვილმა გაიტანა. ყოჩაღობის მიუხედავად, ამ შეხვედრის შემდეგ, „ვიტ ჯორჯია“...









