გრანიტ ჯაკა შეიძლება „არსენალის” კაპიტანი აღარ იყოს. მიზეზი: „კრისტალ პალასთან” შეხვედრის (2:2) 61-ე წუთზე, როდესაც ის შეცვალეს და მოედნიდან გადიოდა, ჯერ ირონიულად ყურზე ხელი მიიდო, შემდეგ საკუთარ გულშემატკივრებს აგინა, ბოლოს კი გაბრაზებულმა მაისურა გაიხადა და გასახდელში შევიდა. „მეთოფეთა” მწვრთნელმა უნაი ემერიმ თქვა: „ჩვენ მასთან დალაპარაკებას ვაპირებთ. ჯაკამ რატომღაც მოთმინება დაკარგა და არასწორად მოიქცა. ის რომ...
წელი: 2019
პინგ-პონგი და ქურციკები
ნამდვილად მოსაწყენი თამაში გამოუვიდათ სამხრეთ აფრიკისა და უელსის ნაკრებებს, არადა ეს იყო მსოფლიოს 2019 წლის თასის ნახევარფინალური მატჩი. რას იზამ, ყოველ მატჩში ხომ არ იქნება ისეთი ბურთაობა, როგორიც ინგლისელებმა ახალზელანდიელებთან იგივე იოკოჰამურ სტადიონზე ერთი დღით ადრე გააჩაღეს?! ძალაუნებურად, იმ ფეერიულ სანახაობასთან გვიწევს პარალელების გავლება, მაგრამ არ გამოდის. ჯერ ერთი, იმ შეხვედრაში მეტი ბრძოლა იყო მოსალოდნელი,...
ბითაძემ ათვლა დაიწყო…
დაიწერა დამოუკიდებელი ქართული სპორტის კიდევ ერთი ახალი ისტორია. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეხუთე ქართველი გავიდა პარკეტზე. მერე რა რომ სადებიუტო მატჩში თავის გუნდს დიდად ვერ შეეწია, ამას სამწუხარო, მაგრამ ობიექტური ახსნაც აქვს. საქართველოს ნაკრების 20 წლის ცენტრს, მოედანზე შესვლიდან 4 წუთში მუხლი ასტკივდა და მწვრთნელმაც აღარ გარისკა, თორემ, დიდი ალბათობით, მეტოქის კალათში ბურთის ჩაგდებას ერთის გარდა...
სათადარიგოობა კი არ აწყობს
სულ უფრო ახლოვდება ის დღე, როდესაც ხორვატი ივან რაკიტიჩი „ბარსელონას” დაემშვიდობება. ნახევარმცველი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში ვეღარ ჯდება და მიმდინარე სეზონში მეორეხარისხოვანი ფიგურაა. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ მისი საკითხი სავარაუდოდ იანვარში მოგვარდება. „სპორტის” ინფორმაციით რაკიტიჩის თაობაზე „ბარსელონა” და „ინტერი” უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ესპანური და იტალიური კლუბების წარმომადგენელთა შორის გასულ კვირაში შეხვედრა გამართულა. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ...
მშრალი ზელანდიის მადლი
დეტალია, მაგრამ საინტერესო: ინგლისთან დამარცხებულმა ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ისტორიაში უკვე მეორედ წააგო პირველი ტაიმი ისე, რომ ქულის გაკეთებაც ვერ შეძლო. „ვარდებმა“ სამხრეთელებს საწყისი 40 წუთი 10:0 მოუგეს, ხოლო პირველად შორეულ 1991-ში, II მსოფლიო თასზე მოხდა, როცა ასევე ტიტულის დამცველი ჩემპიონი „ოლ ბლექსი“ მომავალმა მსოფლიო ჩემპიონმა ავსტრალიის ნაკრებმა ასევე ნახევარფინალში 16:6 დაამარცხა, თან...
საქართველო ბოლო ამოსუნთქვამდე
თამაშის დამთავრებამდე 5 წამი რჩებოდა. მაკედონია 28:27-ს იგებდა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი კბილაშვილი ჰყავდა ორი წუთით გაძევებული — კაცი გვაკლდა. და აი, გიორგი ცხოვრებაძემ როგორც სჩვევია იყოჩაღა, ანგარიში გაათანაბრა; ახლა უკვე საფინალო სირენამდე ერთი ამოსუნთქვაღა იყო დარჩენილი მაგრამ… მარტინ პოპოვსკიმ სწორედ რომ სირენას გააყოლა ზუსტი სროლა და თამაშის ბოლო გოლი. დავმარცხდით: 28:29. ასეთი გახლდათ მაკედონიისა და...
ღმერთო დაიფარე დედოფალი
ვითომ, ინგლისის დედოფალი ამ მატჩის წინ ყველაზე მეტად ნერვიულობდა? ის ხომ, სხვა ბევრთან ერთად, ახალზელანდიელთა დედოფალიცაა? შორეული „საწყმსოს“ „ჰაკა“ კი ისეთია, მოყვარე თუ არ ხარ, აუცილებლად შეგაშინებს. არ ვიცით დედოფლის გამო თუ მოხდა, მაგრამ ინგლისელებმა თავი, ალბათ, შინაურად იგრძნეს და ALL BLACKS-თან ისე განლაგდნენ, რომ თავიდანვე აგრძნობინეს – მინდორზე ცახცახს არავის წინაშე ვაპირებთო. ეს ყველაფერი...
მეფე მოკვდა!..
„მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!“ – ასე აუწყებდნენ სამყაროს ძველ საფრანგეთში მონარქის გარდაცვალებისა და ტახტზე ახალი მეფის ასვლის ამბავს. ამ ცნობილი ფრაზის პირველი ნაწილი იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასზე უკვე ახდა… ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდია 19:7 დაამარცხა და სამყაროს აუწყა, რომ სარაგბო მსოფლიოს ახალი მეფე ეყოლება. თუ ვინ კონკრეტულად, ამას ერთ კვირაში შევიტყობთ....
ფედერერის ჩრდილი
ბაზელსა და ვენაში 500-იანი კატეგორიის პრესტიჟული ტურნირები ფინიშის სწორზეა, სადაც მასპინძელ-ფავორიტები, შესაბამისად როჯერ ფედერერი და დომინიკ ტიმი ჯერჯერობით გულშემატკივარს იმედებს არ უცრუებენ, ორშაბათიდან კი 2019 წლის საჩოგბურთო სეზონის ბოლო მასტერსის გათამაშება დაიწყება. პარიზში ყველა უძლიერესი მეჩოგნე მოიყრის თავს. ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და სხვა ტოპ მოთამაშეები საფრანგეთის დედაქალაქში გამარჯვებისთვის ყველაფერს იღონებენ. ისე, შარშანდელ...
კარგი გამოცდა მაკედონიაში
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები სკოპიეში, მაკედონიის ნაკრებთან პირველ ამხანაგურ შეხვედრეში 21:25 დამარცხდა. მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ ერთი ბურთი იყო, მასპინძლები იგებდნენ — 22:21. ოთხბურთიანი გაქცევა მაკედონიელებმა სწორედ ბოლო 5 წუთში მოახერხეს. პირველი ტაიმი დასრულდა 12:12. შეხვედრის დასაწყისში მაკედონიელები დაწინაურდნენ 7:2, მაგრამ „მონპელიეს” ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც...









