სულ უფრო ახლოვდება ის დღე, როდესაც ხორვატი ივან რაკიტიჩი „ბარსელონას” დაემშვიდობება. ნახევარმცველი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში ვეღარ ჯდება და მიმდინარე სეზონში მეორეხარისხოვანი ფიგურაა. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ მისი საკითხი სავარაუდოდ იანვარში მოგვარდება.
„სპორტის” ინფორმაციით რაკიტიჩის თაობაზე „ბარსელონა” და „ინტერი” უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ესპანური და იტალიური კლუბების წარმომადგენელთა შორის გასულ კვირაში შეხვედრა გამართულა. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და მოსალოდნელია, რომ საერთო ენა გამოინახება.
„ბარსამ” რაკიტიჩი 2018 წელს კინაღამ მიჰყიდა „პარი სენ ჟერმენს”. მაშინ თავად ფეხბურთელმა თქვა უარი — „კამპ ნოუდან” წასვლა არ უნდოდა. გასულ ზაფხულს კი „ბლაუგრანას” შეფებმა ხორვატს გამოუცხადეს, რომ მასთან ხელშეკრულების განახლებას არ აპირებენ. ბარსელონელებს პარიზიდან ნეიმარი რომ დაებრუნებინათ, რაკიტიჩი ამ ტრანსფერის ფარგლებში „პარკ დე პრენსისკენ” აიღებდა გეზს.
„სპორტი” წერს, რომ ნახევარმცველს სათადარიგოობა არ აწყობს. „ბარსელონას” ვარაუდით სადღეისოდ ის 35 მილიონი ევრო ღირს, მაგრამ სკამზე ჯდომა გააიაფებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
მთავარი ამბავი13/07/2026 | 08:20მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
