თამაშის დამთავრებამდე 5 წამი რჩებოდა. მაკედონია 28:27-ს იგებდა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი კბილაშვილი ჰყავდა ორი წუთით გაძევებული — კაცი გვაკლდა. და აი, გიორგი ცხოვრებაძემ როგორც სჩვევია იყოჩაღა, ანგარიში გაათანაბრა; ახლა უკვე საფინალო სირენამდე ერთი ამოსუნთქვაღა იყო დარჩენილი მაგრამ… მარტინ პოპოვსკიმ სწორედ რომ სირენას გააყოლა ზუსტი სროლა და თამაშის ბოლო გოლი. დავმარცხდით: 28:29.
ასეთი გახლდათ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრის დრამატული ფინალი. დაგვეთანხმებით, გუნდისთვის, რომელსაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია ამგვარი სპარინგი გუნდთან, რომელიც ზედიზედ მეხუთედ გადის ევროპის ჩემპიონატზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სასარგებლოა. მარცხი, რასაკვირველია, დასანანი იყო, მაგრამ სკოპიეში გამართულ სახელბურთო ჯახს დადებითი უფრო მეტი ახლდა და უპირველეს ყოვლისა ეს საქართველოს ნაკრების ბრძოლისუნარიანობაა.
ხლა, ჩვენს ეროვნულ გუნდს 2020 წლის იანვარში უწევს თამაში: 10-12 იანვარს, იტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გველის იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს ნაკრებების წინააღმდეგ, შემდეგ კი მოდის ევრო 2022-ის ორი საკვალიფიკაციო-საპლეიოფო შეხვედრა ფინეთთან (16 იანვარს თბილისში და 19 იანვარს სტუმრად), სადაც წარმატების შემთხვევაში უძლიერესთა მარაქაში გავერევით და ბოლო შესარჩევ ეტაპში ჩავებმებით.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
მთავარი ამბავი13/07/2026 | 08:20მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
