წელი: 2019

Home 2019
იტალიელები ალყაში
ჩანაწერი

იტალიელები ალყაში

ხუთშაბათ საღამოს „ნაპოლისა და „ციურიხის” ფანებმა მათი გუნდების ევროლიგის შეხვედრის წინ ქუჩაში იჩხუბეს. იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო  წერს, რომ ნეაპოლელები მასპინძელმა ფანებმა სტადიონ „ლეტციგრუნდამდე” დაახლოებით კილომეტრნახევრით ადრე ალყაში მოაქციეს. ალვინო შვეიცარიელი ხულიგნების თავდასხმას ლაჩრულს უწოდებს. მან სოციალურ მედიაში დაწერა: „ისინი იტალიურნომრიან მანქანებს გარს შემოერტყნენ და რბევა დაუწყეს. ეს ყველაფერი სტადიონიდან საკმაოდ შორს ხდებოდა” ალვინოს თქმით...

კარადის ბრალია
ჩანაწერი

კარადის ბრალია

გაძევების შემდეგ პოლ პოგბა გასახდელში კარადას მუშტებს ურტყამდა, შემდეგ კი თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა — ეს ამბავი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც პოგბას გუნდმა „ოლდ ტრეფორდზე” 0:2 წააგო. და როგორც ინგლისური პრესისთვის გახდა ცნობილი, ამ დღეს დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნერ სულშერმაც პირველად ჩართო თავისი ფენი — ფენს ინგლისში...

სმარტმედლები ტოკიოში
ჩანაწერი

სმარტმედლები ტოკიოში

ტოკიოს 2020 ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ყველა მედალი გადამუშავებული სმარტფონებისა და სხვა ტექნიკისგან დამზადდება. აღნიშნული ტექნიკის შეგროვება მთელი ქვეუნის მასშტაბით 2017 წელს დაიწყო. მოგეხსენებათ, ელექტროტექნიკა ძვირფას ლითონებს სხვადასხვა ოდენობით შეიცავს. ყველაზე ადვილი საჭირო ოდენობის ბრინჯაოს მოპოვება აღმოჩნდა და უკვე 2018 წელს დასრულდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ელტექნიკაში ოქროზე რთული მოსაძიებელი ვერცხლი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე...

ფრანგებმა იაშინი, ჩვენ – კანი…
ჩანაწერი

ფრანგებმა იაშინი, ჩვენ – კანი…

ფრანგილმა გამოცემა france footboll -მა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეების ათეული დაასახელა. რაიმე სახის მასშტაბური გამოკითხვა არ ჩატარებულა და ეს კონკრეტული გამოცემის ვერსიაა, მაგრამ მისი ავტორიტეტულობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მაინც გაგაცნოთ: 1. ლევ იაშინი (სსრკ) 2. გორდონ ბენქსი (ინგლისი) 3. დინო ძოფი (იტალია) 4. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) 5. მანუელ ნოიერი (გერმანია) 6. პეტერ შმეიხელი (დანია) 7....

იჩხუბებ 80 მილიონად?
ჩანაწერი

იჩხუბებ 80 მილიონად?

მეტისმეტად მაცდური კითხვაა იმისთვისაც კი, ვისაც ცხოვრებაში რინგის ახლოსაც არ გაუვლია. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, რა პასუხს გასცემდა ამ კითხვაზე ფლოიდ მეივეზერი? პროფესიულ კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონი 41 წლისაა და რინგზე მხოლოდ საგამოფენო შეხვედრებისთვის გადის, რომელთა შედეგებიც მის კარიერულ სტატისტიკას არ ემატება… ან რად უნდა: პროფესიულ რინგზე 50 ბრძოლა აქვს გამართული და 50 გამარჯვება მოპოვებული, ოთხი სხვადასხვა...

რამოსის განზრახ ყვითელი
ჩანაწერი

რამოსის განზრახ ყვითელი

სერხიო რამოსმა ფაქტობრივად აღიარა, რომ „აიაქსთან” შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი ძალად მიიღო. შეგახსენებთ, რომ  „რეალმა” ამსტერდამში 2:1 მოიგო და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. მთავარი ევროპული შეჯიბრების მოქმედმა გამარჯვებულმა რომელიც ზედიზედ მეოთხე ტრიუმფისთვის იბრძვის, ქარიმ ბენზემასა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით აჯობა ჰოლანდიის სახელოვან გუნდს, რომელთა მხრიდან ჰაკიმ ზიეჩმა შეაგდო. და როდესაც თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთი...

ბერდები, გორდონ! ადრე ასეთ ბურთს კი არ მოიგერიებდი, ხელებში გააქვავებდი
ჩანაწერი

ბერდები, გორდონ! ადრე ასეთ ბურთს კი არ მოიგერიებდი, ხელებში გააქვავებდი

ახალგაზრდა თაობას ძნელად აუხსნი, რა მასშტაბის ფეხბურთელი იყო გორდონ ბენქსი. ეგებ, ბევრმა ისიც არ იცოდეს, რომელ პოზიციაზე თამაშობდა, არადა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეტესო მეკარის შესახებ 2019 წლის 12 თებერვლის შემდეგ მხოლოდ წარსულ დროში დავწერთ. და მაინც: ვინ იყო გორდონ ბექსი? 1966 წელს ბენქსი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა მისი კარიერის უმთავრეს სეივამდე...

ოქროს მედალი ლონგ-აილენდის უბანში
ჩანაწერი

ოქროს მედალი ლონგ-აილენდის უბანში

გაგიგონიათ ასეთი უბანი? ლონგ აილენდი ჰქვია, რაც გრძელ კუნძულს ნიშნავს. გრძელი უბანი ჩვენი საშუალო ქალაქის ტოლა იქნება და ნიუ იორკის შტოდ არის ჩამოყალიბებული. ახლა კი გიამბობთ ერთ ისტორიას, რომელიც ოც წელიწადს გაიწელა და ამ უბნელ კაცს გადახდა. ჩვენთვის ეს ამბავი იმით არის საინტერესო, რომ ლონგ აილენდელი კაცი სპორტსმენია, მას ჰოვარდ დევისი ჰქვია, 39 წლისაა და...

რუმენიგე საზმაუს ითხოვს
ჩანაწერი

რუმენიგე საზმაუს ითხოვს

ლეგენდარული კარლ-ჰაინც რუმენიგე ძალ-ღონის დაუშურველად ცდილობს დაამტკიცოს, რომ გერმანიაში ჩემპიონთა ლიგას არაკომერციული (უფასო) ტელევიზიები უნდა გადაცემდნენ. „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „ამასწინათ პრესაში გამოქვეყნდა ტელემაყურებელთა სტატისტიკა. თურმე, მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგა ZDF-ზე (საზოგადოებრივ მაუწყებელზე) აღარ გადაიცემა, მას მაყურებელთა 84% მოაკლდა. ამიტომაც ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ უეფასთან ბალანსში ვიყოთ და...

ლიგაში VAR იწყება
ჩანაწერი

ლიგაში VAR იწყება

12 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის საგაზაფხულო ეტაპი მერვედფინალური მატჩებით გაიხსნება. „რომა“ „პორტუს“ უმასპინძლებს, „მანჩესტერი“ – პსჟ-ს. უეფას ოფიციალური გვერდის ცნობით, ვიდეოარბიტრის სისტემამ (VAR) წარმატებით გაიარა ტექნიკური ტესტირება, მსაჯებმა საჭირო განსწავლულობა მიიღეს და ამიერიდან, ისტორიაში პირველად, მერვედფინალური ეტაპიდან დაწყებული, მას ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში გამოიყენებენ. VAR-ი უკვე მუშაობს რამდენიმე ეროვნულ ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგაში კი ასე...