მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარია. შოუ კი ვერ შედგა, რადგა დღეს საღამოს მთავარი შოუმენი ქარი იყო, რომელმაც ფეხით თამაში აუკრძალა გუნდებს და თუ ვინმემ გაბედა, ანანა კიდეც. 24:10 დასრულდა. სხვაობა ერთი ქულით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე შარშან, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს ჩვენი გუნდის კრიტიკას. ეს უფრო მეტოქისთვის საკადრისი პატივის მიგებაა – თუ ესპანელებმა...
წელი: 2019
შორია იბერიიდან იბერიამდე
დღენიადაგ იმას ვწუწუნებთ, “ექვსი ერის” მამები კარს არ გვიღებენ და განვითარების საშუალებას არ გვაძლევენო. და მაინც ვიზრდებით… ავჭალის სტადიონი ორი იბერიის მორიგი სარაგბო ჯახისთვის ემზადება და ერთი კვირის წინ რუმინეთში წარმატებული ლაშქრობის განგრძობას გეგმავს. აკი თქვა კიდეც ბორჯღალოსანთა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, ჩვენ ნაკრებს საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და ვალდებულნიც ვართ, მხოლოდ საუკეთესო თამაშით გადავუხადოთ სამაგიეროო. გუნდის...
როგორ გავა საქართველო
გეხსომებათ, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებს იანვარში ბედმა უმტყუნა და ევრო 2022-ის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე გასასვლელად ბოლო შეხვედრაში, კვიპროსთან ერთი გოლის გატანა დააკლდა. ამის მიუხედავად, წინსვლის შანსი კიდევ არის. კერძოდ, 8-16 ივნისს დანიშნულია ეგრეთწოდებული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამ 12 გუნდს შორის არის საქართველოც. 6 გუნდი ევროპიდან იქნება, დანარჩენი...
ბიჭების თვალებში ნაპერწკალი ვერ დავინახე
საერთოდ, ასეთ რაღაცებს არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრაში მას არ ჰქონდა იმედი, რომ ის და მისი თანაგუნდელები თამაშს შემოატრიალებდნენ. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედი” პარიზელებს რომ დაუპირისპირდა, ოპტიმიზმით იყო აღსავსე — მათ ახალი, ჯერჯერობით დროებითი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული და მათგან 10 მოგებული. შესვენებამდე...
ძანიოლოს დედა
„რომას” ვარსკვლავმა ნიკოლო ძანიოლომ დედამისს სთხოვა, სოციალურ ქსელებში შენი სექსუალური ფოტოების გამოფენას თავი დაანებეო. ძანიოლოს დედას ფრანჩესკა კოსტა ჰქვია და ინსტაგრამზე 173 000 მიმდევარი ჰყავს მაგრამ ვერ გრძნობს, რომ ხანდახან დაუკრეფავში გადადის და ამიტომაც ვაჟს მისთვის ასაკის შეხსენება მოუხდა. ძანიოლოს როგორც ფეხბურთელის რეპუტაცია კი იზრდება და იზრდება — სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში, „პორტუს” კარში ორივე გოლი მან...
და მას არ უნდა სხვა ნეტარება
მესუთ იოზილი და უნაი ემერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოზიციის შეცვლა არც ერთს არ უნდა. „არსენალის” თავკაცმა ემერიმ განაცხადა, რომ თურქული წარმოშობის გერმანელი ვეტერანი აღარ სჭირდება და ის „ემირეიტ სთედიუმიდან” უნდა წავიდეს, 30 წლის იოზილს კი ლონდონში აწყობილი ცხოვრება აქვს და კლუბიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. ნახევარმცველი ამბობს, რომ მზად არის შემდეგი ორი წლის განმავლობაში „არსენალისთვის” თავი...
ქალია, მაგრამ… კაცია
IAAF (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) აპირებს მიმართოს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს, რათა მან სამხრეთ აფრიკელი ოლიმპიური ჩემპიონი კასტერ სემენია მამაკაცად ჩათვალოს. პირველი სკანდალი 2009 წელს მას შემდეგ აგორდა, რაც სემენია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კოლეგა სპორტსმენებმა პროტესტი გამოთქვეს – მამაკაცი ქალთა შორის რატომ ასპარეზობსო. სემენიამ სპეციალური ტესტირება გაიარა. შედეგების თანახმად, სემენია ქალია, მაგრამ მისი ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს მამაკაცურ...
ქართული ფეხბურთი ერთ ხმაში
არაფერი განსაკუთრებული – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მეორე წრეზე წავიდა. ლევან კობიაშვილი ქართულ ფეხბურთს მომდევნო ოთხი წელიწადიც უხელმძღვანელებს… სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართულ სფფ-ის ყრილობაზე, იდეაში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ყოფილიყო, თუმც ეს ყველაფერი სრული ფორმალობა გამოდგა – კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი გახლდათ და ხმოსან დელეგატებს ასარჩევიც არაფერი ჰქონდათ. სხვათა შორის, კობიაშვილამდე ფედერაციის ბოლო...
ვალვერდე ბარსაში რჩება
ერნესტო ვალვერდე კიდევ ერთი წლით რჩება „ბარსელონაში”. გარდა ამისა, ახალ ხელშეკრულებაში შეტანილია პუნქტი თანამშრომლობის ამის შემდგომი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობის შესახებ ანუ, როდესაც შემდეგი სეზონი ჩამთავრდება თუ მხარეები ერთმანეთით კმაყოფილები იქნებიან, ბასკი მწვრთნელი კატალონიურ გუნდში მუშაობას განაგრძობს. ერნესტო ვალვერდეს პრეს-კონფერენცია დღეს, საქართველოს დროით საღამოს 20 საათზეა დანიშნული. ფაქტია, „ბარსას” დირექტორატი მწვრთნელს მაქსიმალურად უწყობს ხელს. ამის ნათელი...
ფუი ეშმაკს! ძუძუები გადამალეთ!
ირანის სახელმწიფო ტელევიზია მანჩესტერი-პსჟ შეხვედრას გადასცემდა. მატჩის დაწყებამდე და მისი მსვლელობისას კი ეკრანზე მანკუნიანელთა ძველი ემბლემა ჩნდებოდა, რომელიც 1973 წლიდან არ გამოიყენება. საქმე იმაშია, რომ 1973 და მერე 1998 წლებში განახლებულ ლოგოებზეც ეშმაკის გამოსახულება ფიგურირებს. ირანის კონსტიტუცია კი მედია ავალებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული ძალებისა და ანტიისლამური გამოვლინებებისაგან. საუდელი მჭევრმეტყველი და მქადაგებელი ვაჰდი აკარი ბრძანებს, მუსულმანები...









