ერნესტო ვალვერდე კიდევ ერთი წლით რჩება „ბარსელონაში”. გარდა ამისა, ახალ ხელშეკრულებაში შეტანილია პუნქტი თანამშრომლობის ამის შემდგომი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობის შესახებ ანუ, როდესაც შემდეგი სეზონი ჩამთავრდება თუ მხარეები ერთმანეთით კმაყოფილები იქნებიან, ბასკი მწვრთნელი კატალონიურ გუნდში მუშაობას განაგრძობს.
ერნესტო ვალვერდეს პრეს-კონფერენცია დღეს, საქართველოს დროით საღამოს 20 საათზეა დანიშნული.
ფაქტია, „ბარსას” დირექტორატი მწვრთნელს მაქსიმალურად უწყობს ხელს. ამის ნათელი დასტურია, რომ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთის წინ, როდესაც გუნდი ყველა შეჯიბრებაში ფინიშის სწორს უახლოვდება, ვალვერდესთვის მნიშვნელოვანი იყო მკაფიოდ სცოდნოდა კლუბის პოზიცია მის მომავალთან დაკავშირებით და შემხვედრმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა — „ბარსელონამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი სამსახურით კმაყოფილია და ახალი კონტრაქტიც გაუფორმა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
