გაძევების შემდეგ პოლ პოგბა გასახდელში კარადას მუშტებს ურტყამდა, შემდეგ კი თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა — ეს ამბავი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც პოგბას გუნდმა „ოლდ ტრეფორდზე” 0:2 წააგო.
და როგორც ინგლისური პრესისთვის გახდა ცნობილი, ამ დღეს დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნერ სულშერმაც პირველად ჩართო თავისი ფენი — ფენს ინგლისში თმის ყალყზე დასაყენებელ ღრიალს უწოდებენ, რომლითაც მანჩესტერელთა ლეგენდარული თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ ცნობილი.
პოგბამ წითელი ბარათი თამაშის 89-ე წუთზე მიიღო, რის გამოც 6 მარტს პარიზში, საპასუხო შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
„იუნაიტედის” მავანმა წევრმა „სანს” უამბო: „ოლემ ფეხბურთელებს უსაყვედურა, რომ ისინი ისე თამაშობდნენ, თითქოს ორმატჩიანი ფლეი-ოფის პირველ შეხვედრას კი არა, ერთ კალენდარულ მატჩს თამაშობდნენ. შემდეგ მან მოთამაშეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ასეთი მარტივი გოლები აღარ გაუშვან.
პოგბა კი განადგურებული იყო და თანაგუნდელებს ბოდიშს უხდიდა. ის ამბობდა, რომ თავს მოღალატედ გრძნობს, რადგან გუნდს საპასუხო შეხვედრაში მის გარეშე მოუხდება თამაში. მან თავის კარადას რამდენჯერმე მუშტი დაარტყა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 09:56ალვარესის ამბავი გრძელდება
სიახლეები26/05/2026 | 08:50ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
